08 მარტი, 2019
"27 წლიდან უკეთესი ფოტოს არჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს უხდება ამბავს, რომელიც უნდა მოგიყვეთ"
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ზედმეტ წონას წლების მანძილზე ებრძოდა, მაგრამ სანამ ვარჯიში და სწორი კვება არ დაიწყო, მისი დამარცხება ვერ შეძლო.

ტელეწამყვანი ახლა შესაშურ ფორმაშია და სოციალურ ქსელში ძველი და ახალი ნანუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

ამჯერად ნანუკამ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და მაყურებელს რჩევები გაუზიარა.

"ერთ სურათში ვარ 27 წლის. მეორეში 39. მესმის რომ 27 წლიდან უკეთესი ფოტოს არჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს უხდება ამბავს, რომელიც უნდა მოგიყვეთ.

33 წლის ვხდებოდი როცა დამეწყო ასაკის შიში. ნუ გაგეცინებათ ასაკზე.
სიბერის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა ასაკში უდგება მასთან შეხვედრის პროტესტი.

მახსოვს როგორ არ მომწონდა საკუთარი თავი. კვირაში ერთხელ მივდიოდი გია გვარამიასთან და გადაკეთებას ვთხოვდი. რომ არა მისი კეთილსინდისიერება ახლა მთლიანად ნაკერებში ვიქნებოდი.

მქონდა შეგრძნება რომ დაშლილი თოჯინა ვიყავი რომლის აწყობაც აღარავის ინტერესში არ შედიოდა და დაახლოებით მაგ დროს დაიწყო შფოთვები. ამ გადასახედიდან ყველაზე სწორი დაავადება რომელიც “შემეყარა” იყო პანიკური შეტევები.

დეპრესიამ, ნევროზმა, შფოთვამ დამანახა რეალური პრობლემა და მგონია რომ ადამიანებს რეალური პრობლემა სწორედ მაშინ “ეგზავნებათ” როცა მას იგონებენ. მოგონილია ნაოჭების შიში, წონის პროტესტი, ჭაღარასთან ჩხუბი. როგორც კი მწყობრში მოსვლას და საკუთარი თავის შეყვარებას დაიწყებთ მიხვდებით რომ უსამართლოდ ვექცევით საკუთარ სხეულს მისი გადაკეთებით.

ისე მომწონს 39 წლის ნანუკა. ზუსტად იცის რა უნდა. თავდაჯერებულია. უყვარს ყველაფერი რასაც მის გარეგნობაში ხედავთ. ასაკის შიში მოგონილი პრობლემაა, რომელიც ზუსტად 6 თვეში ქრება. ვარჯიში, ძილი, სწორი კვება არის ყველაზე დიდი პლასტიკური ქირურგი.

არ გაკეროთ თქვენი ულამაზესი სხეული. უბრალოდ შეიყვარეთ და მოუარეთ. საკუთარი თავის შეყვარებაა მთავარი ქალური მაგია და არ გადადოთ ვარჯიშის დაწყება.

არანაირი ხვალ.
ყველაფერი ამ წამს იწყება.

თქვენი ნანუკა".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS