გიორგი ბოჭორიშვილი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა ქალთა კინოს ასუანის საერთაშორისო ფესტივალზე ეგვიპტელი მსახიობის, ნადი ლუტფის სახელობის ჯილდო მიიღო. ინფორმაცია Facebook-ზე ფესტივალის გვერდზე გავრცელდა. ამის შესახებ "artnews"-ი წერს.
ფესტივალზე, რომელიც თებერვალში ჩატარდა, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტი“ ჩვენებაც გაიმართა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მარიამ გულბანის ფილმს “სანამ მამა დაბრუნდება” მიენიჭა.