07 მარტი, 2019
"რომ არა მამუკა ხაზარაძე, რომელიც პირველი იყო გვერდში მდგომთაგან, არაფერი გამოვიდოდა" - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუკში"
ცნობილი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ადამიანი, სიკეთის ხელშემწყობი, ვუყურებ რაც ხდება მის ირგვლივ და მომინდა საჯაროდ კიდევ ერთხელ გამომეხატა მადლიერება მის მიმართ! ბევრმა შეიძლება იცის კიდეც ჩემი მონაყოლიდან, მაგრამ მაინც გავიხსენებ.

90-იანებში როგორც გახსოვთ 4 პრემია ავიღე ბარსელონას საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე სადაც 40 ქვეყნიდან იყვნენ ასობით წარმომადგენლები( მომღერლები) და რომ არა მამუკა ხაზარაძე რომელიც პირველი იყო გვერდში
მდგომთაგან არაფერი გამოვიდოდა, რადგან სწორედ
ბარსელონამ მომცა ლა სკალას აკადემია და სხვა დიდი და მნიშვნელოვანი ასპარეზი. არ მიცნობდა პირადად და პირველივე სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა გვერდით დამდგომოდა ის და თავისი მეგობრები. არასოდეს დამავიწყდება ეს სიკეთე!!!
მამუკა ხაზარაძე მუდამ გვერდით უდგას ნიჭიერ ადამიანებს, ხელოვნებას და სიკეთეს!", "შევიჭერი ჩოჩქოლის შუაგულში და რას ვხედავ, ნესტან კირთაძე პუტავს ვან ბაიბურთს" - რა ოინი მოუწყო ჯანსუღ ჩარკვიანმა ბაიბურთს?", - წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუკში".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
რა შუაშია ცნობილი ? ადამიანს მადლიერების გრძნობა აქვს რა გჭირთ ხალხო ყველაფერში ანგარებას რატომ ხედავთ? ეს მოიტანა უმუშევრობამ სულიერება დაგვავიწყა გაჭირვებამ
13:43 / 11-03-2019
გამოხმაურება / 0 /
დ.ნ.
-ცნობილი ცნობილს ეძებს, ფულიანი ფულიანს.
18:04 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS