Galaxy S სერიის პირველი სმარტფონის გამოჩენიდან ათწლეულის შემდეგ, 20 თებერვალს Samsung Electrinics-მა მსოფლიოს Galaxy S10 სერიის ახალი ფლაგმანი მოწყობილობები წარუდგინა და საფუძველი ჩაუყარა მობილური ინოვაციების განვითარების ახალ დეკადას. პრემიალური სიახლეების ჩამონათვალშია -
დღეს ეს სმარტფონები უკვე საქართველოშია და ოფიციალური გაყიდვები 8 მარტიდან იწყება. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Galaxy S10|S10+|S10e სამსუნგ ელექტრონიქსის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების (ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრო მარტი, მაგთი, არაი-სმაილი) მაღაზიათა ქსელში.
სამსუნგის მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელი შოთა ლურსმანაშვილი ყველას ურჩევს სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინონ.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ სამსუნგის ახალი ფლაგმანები. უახლეს მოდელებში დიდი ცვლილებებია, ეს არის ათწლეულის ევოლუცია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მათი სრულიად ახალი დიზაინი, სინემატიკური ეკრანით. ეს ნიშნავს იმას, რომ ფრონტალური კამერა ჩამონტაჟებულია პირდაპირ ეკრანში და ეკრანი შეადგენს მთელი კორპუსის 90%-ს, რა დროსაც თითქმის გამქრალია ჩარჩოები. პირველად სმარტფონების ინდუსტრიაში, გვაქვს ეკრანში არსებული ულტრაბგერითი თითის სკანერი, რომელიც ახდენს ანაბეჭდის 3D მოდელირებას და მის გაყალბებას შეუძლებელს ხდის.
სამსუნგი აგრძელებს ლიდერობას სმარტფონების ფოტოგრაფიაში და უახლეს ფლაგმანებში გვხვდება გაცილებით გაუმჯობესებული კამერა. Galaxy S10, S10+ ს აქვს 3 ძირითადი კამერა. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება და ფუნქცია აქვს:
*ფართოკუთხოვანი ლინზა, დიაფრაგმის მოძრავი მექანიზმით და ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით, იღებს იდეალურ სურათს ღამით და აქვს ძალიან სწრაფი ფოკუსი;
*ტელეფოტო ტიპის ლინზა, იდეალური პორტრეტისათვის ფონის გაბუნდოვნებით და ოპტიკური მოახლოვებისათვის ხარისხის დაკარგვის გარეშე;
*ულტრა განიერი ლინზა, სპეციალურად ლამაზი პეიზაჟებისათვის ან ჯგუფური ფოტოებისათვის. იდეალურია მოვლენის აღსაბეჭდად ვიდეო გადაღებით.
ფრონტალურ კამერას რაც შეეხება, აქაც გვაქვს საინტერესო სიახლეები. Galaxy S10 მოდელები პირველია, რომლებსაც შეუძლიათ 4K (UHD) რეზოლუციის ვიდეოგადაღება ფრონტალური კამერით. Galaxy S10 მოდელების ფრონტალური კამერა აღჭურვილია Dual Pixel ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ ფოკუსირებას და მკვეთრ სელფის.
მომხმარებელს ვურჩევ, ყურადღება მიაქციოს ოფიციალურ ჰოლოგრამას, რადგან მხოლოდ მათ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ სხვადასხვა აქციებში, ისარგებლონ ფასდაკლებებით, მიიღონ განსაკუთრებული საჩუქრები და გარანტია სამსუნგ ელექტრონიქსში“, - განაცხადა შოთა ლურსმანაშვილმა.
ეფექტური დიზაინის გარდა, Galaxy S10-ის ეკრანი გამოირჩევა იმით, რომ აქვს საუკეთესო გამოსახულების ხარისხი: ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი, 2K+ რეზოლუცია, Dynamic AMOLED ტექნოლოგია და ასევე მსოფლიოში პირველად HDR10+ის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემის შესაძლებლობას და მუდმივად ფერების გრადაციის კორექტირებას.
Galaxy S10 მოდელებში სამსუნგ Samsung Electronics-ი გპირდებათ 24-საათიან მუშაობის ხანგრძლივობას. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს: დიდი ზომის აკუმულატორი, ენერგოეფექტური ახალი თაობის პროცესორი, გონიერი ოპერაციული სისტემა და გაგრილების მექანიზმები.
Galaxy S10 მოდელებს აქვთ ენერგიის უსადენოდ გაცემის ფუნქცია. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად, უბრალოდ უნდა დაადოთ თქვენს სმარტფონს სხვა სმარტფონი, სმარტ საათი ან უსადენო ყურსასმენები და ისინი მიიღებენ ენერგიას თქვენი Galaxy S10-დან.
"ათი წლის წინ პირველი მოდელის გამოჩენისთანავე Galaxy S სერია პრემიალური ინოვაციების სახე გახდა და მომხმარებლებს სთავაზობდა წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს, რომელიც კონკრეტულად მათზე იყო მორგებული - Galaxy S10 ეფუძნება S სერიის მდიდარ მემკვიდრეობას და ასახავს ინოვაციებს ეკრანის, კამერისა და მწარმოებლურობის მიმართულებით. ოთხი პრემიალური მოწყობილობა, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია კონკრეტული ტიპის მომხმარებლისთვის, საშუალებას მისცემს Samsung-ს, გააძლიეროს საკუთარი პოზიცია სმარტფონების ტექნოლოგიების ახალი ეპოქის გახსნით“, - განაცხადა DJ Koh-მ Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და IT და მობილური კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ Galaxy S10|S10+|S10e სმარტფონების ოფიციალური გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.
(R)