07 მარტი, 2019
მამა პეტრეს ქალიშვილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მიმართვას ავრცელებს
მამა პეტრეს გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "სარკემ" გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მკითხველის გაღიზიანება მამა პეტრეს შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია.

"ძალიან ხშირად მწერენ. სოციალურ ქსელში 90 ათასზე მეტი გამომწერი მყავს. მთელი ერი მიცნობს, არა მხოლოდ აქ, საზღვარგარეთაც. გულწრფელად გეტყვით, პროვოცირებას არ ვახდენ და პასუხს არ ვცემ.

მეტსაც გეტყვით, ტაძარში ზოგი იმიტომ მოდის აღსარებაზე, რომ მიმანიშნონ, შენთან ურთიერთობა მსურსო. საბაბია აღსარება, ვხვდები, ვეუბნები, არ ვარ ექიმი და თქვენ არ ხართ პაციენტი, რომელსაც მე ვუშველი-მეთქი".

ინტერვიუს გამოქვეყნების
შემდეგ, სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, მას არ უთქვამს, რომ სექსს სთავაზობენ და იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი განმარტებას არ გააკეთებდა, მას სასამართლოში უჩივლებდა.

მამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, მისი ქალიშვილი მარი კვარაცხელია.

Rating

"აქამდე არასდროს მითქვამს ის, რასაც ახლა ვწერ. ბევრჯერ დამიპირებია დაწერა, ხმის ამოღება, მაგრამ ადრე მეცინებოდა, ახლაც მეცინება, თუმცა არც ის მინდა, უპასუხოდ დარჩნენ ის ერთუჯრედიანი ადამიანები, რომლებიც ვითომ ქრისტეს იცავენ სხვების ლანძღვითა და შეურაცხყოფით...

სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ, დღეს ამით შემოვიფარგლები.

კეთილო, მორწმუნე ადამიანებო, ადვილი არ არის ამდენი შურის, ბოღმის და სიძულვილის გაძლება.

მამაჩემის არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ ისინი უპასუხოდ დავტოვო, ვინც ფეხებზე იკიდებს სხვის უფლებებს.

ვინც არ მომწონს იმაზე არ ვსაურობ. ვინც მომწონს, მას არ ვლანძღავ. ეჭვი მაქვს მამაჩემი მათ უფრო მოსწონთ, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს და ახლა უფრო მომწონს პეტრე, ,,ჩემი მამაჩემი" , როგორც მას ბავშვობაში ვეძახდი, რადგან ცდილობს ცუდზე ნაკლებად იფიქროს. ახლაც, როცა გვერდით მიზის, იღიმის.

Rating

მე კი არ ვბრაზდები, უბრალოდ, მინდა მასავით ძლიერი ვიყო...
ერთიც, უამრავმა ადამიანმა დამაბრკოლა ეკლესიის გზაზე, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგრამ მამაჩემის მეგობრული დამოკუდებულება რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა...", - წერს მარი კვარაცხელია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
თერჯოლელი
მამაო უფრო მეტი რწმენა და ნაკლები კოხტაპრუწობა,მონანული ცხოვრება და სულიერი შვილების სიყვარული,მათვის ხელის შეშველება უფლის გზაზე სწორად სიარულისთვის,უფალი შეგეწიოს მამაო.
00:12 / 12-03-2019
გამოხმაურება / 0 /
. . . . .
ორივე საბრალო მამაც და შვილიც. სამწუხაროა, რომ სამღმვდელო პირი ასე იქცევა, ასეთ განცხადებებს აკეთებს და მერე სხვას უწუნებს საქციელს. კარგად მახსოვს მისი პოსტები, მის შვილის ჩაცმულობაზე, მის კლუბურ ვიზიტებზე, ისიც ყველას ახსოვს, რომ იმუქრებოდა დავასახელებ ვინ მფარველოს და წამლავს ჩვენს ახალგაზრდებს ნაკოტიკებითო, მაგრამ არაფერი უთქვამს :) აღმოჩნდა, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია ადამიანისთვის ვისთვისაც ასე არ უნდა იყოს. ასეთი ხალხი არ იმსახურებს პატივისცემას.
23:19 / 09-03-2019
გამოხმაურება / 0 /
;)
მამა პეტრე - ვერ გაუგია რა უნდა კაი ტიპიც უნდა იყოს, შოუბიზნესშიც არის ხანდახან მოდელივით იგრიხება - ახალგაზრდა კაცია და ვერვაინ დამაჯერებს რომ თუნდაც ისე არ შეხედავს მასთან მისულ ქალებს :D ტეხავს ისინი კიდე ვინც ამაზე ვენებს იჭრიან უწიგნურნი ხართ :) უნდა იყოს განსხვავება მამაოსა და ,,გაჩითულ'' ტიპს შორის.
20:43 / 09-03-2019
გამოხმაურება / 0 /
არ მესმის
რაზე მოსწონთ მაინც ვერ გავიგე ტიპიური ქართულიი სიფათი აქვს ეგეთია ყოველი მეორე საქართველოში და ბევრი მასზე უკეთესი. არაფერი განსაკუთრებული გარეგნობა არა აქვს უბრალოდ თავის თავს აპიარებს .იქნებ და იგონებს კიდეც ასეთ რაღაცეებს არ შეუძლია ყურადღების ცენტრში რომ არ იყოს!
17:24 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
ხუთჯერ დავდე კომენტარი ,მაგრამ თქვენ მბლოკავთ,თქვე დედამოტყნულებო.
16:24 / 08-03-2019
გამოხმაურება / 1 /
მწარე
რა ვიცინეეეეე, გაიხარე რააააა?
08:44 / 11-03-2019
თამარი
რა აინტერესოა ამ ბავშვის პოზირება და ეს ბახევრად შიშველი სურათების დადებ აქ რა საჭიროა???? ამ ბავშვის საყურადღებოდ. როცა მამაშენი სასულიერო პირია მაშინ ცოტა მეტიმოკრძალებით უნდა იქცეოდეთ . რა საჭიროა ეს კოშიშვლებული სურათები? ან რა საჭირო იყო მეორე სურათიც . ჯერ საკუთარი თავი დააფასეთ. მამა პეტრე გაუშვი და მოვიდეს ხალხი თქვენთან მათ სჯერათ რომ განიკურნებიან თქვენთან შეხებთ .
07:41 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
იმდენი იხტუნავა ამ ნარცისამ სანამ ცხვირი არ წაიტეხა.
02:41 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სონია
პეტრეეე, პეტიუშა!!! მთავარი ის კი არ არის ვინ და რამდენი გიცნობს, მთავარია როგორ გიცნობენ! რაცა ხარ შენ თავად ისა გყავს მრევლიც ;)
19:55 / 07-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ჯუანშერი
ამ კაცის რატომ უნდა გშურდეს? მეორე დომენიკო მანგოა.
18:57 / 07-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ეს მღვდელია თუ სუპერსტარი,რა გააჭირა ამ კაცმა თავისი იდიოტური ინტერვიუებით საქმე. დაჯდეს და ჩუმად ილოცოს.
18:09 / 07-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS