05 მარტი, 2019
რას გეგმავს 8 მარტს სტეფანე
მსოფლიო ხვალ ქალთა დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულზე არა ერთი ღონისძიება არის დაგეგმილი. ქართული ესტრადის ყველაზე მოთხოვნადმა მომღერალმა, სტეფანემ კი გადაწყვიტა დღესასწაული ამჯერად ქუთაისიდან მიულოცოს თაყვანისმცემლებს.

Rating

სტეფანეს კონცერტი ხვალ "ქუთაისი არენაზე" გაიმართება, სადაც სტეფანე მსმენელის წინაშე დაუვიწყარი შოუთი წარსდგება.

სტეფანე თაყვანისმცემლებს საკუთარ ჰიტებს შესთავაზებს და არც სიურპრიზების გარეშე დატოვებს მათ.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი, საღამოს dj Phonique გააგრძეელებს. ის საქართველოში სწორედ ამ დღისთვის ჩამოვიდა.

ღონისძიების ორგანიზატორი ცნობილი პროდუსერი ლაშა ბასლანძეა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS