01 მარტი, 2019
“ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, ანი ჩირაძის მიერ სავარაუდოდ, პატრულის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანი ჩირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოყვა“.

„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიამი
ვაი,ამის პატრონს,ვინ გონია თავი?
19:28 / 05-03-2019
გამოხმაურება / 0 /
კეტი
რა ეგონა რაგამც მსახიობია არ დასჯიან და მოეპერებოდნენ
17:21 / 03-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS