როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მსახიობმა პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.
თავის მხრივ, მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოყვა“.
„ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.