01 მარტი, 2019
ნუკა კვალიაშვილი ქმარს დაშორდა - "მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით"
მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარს დაშორდა. ამის შესახებ მან ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

- 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ.



ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად,
მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი
ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 თებერვლის ნომერში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS