ის ჩვენი ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტია, რაც მის მიმართ ყურადღებას ერთი ორად ზრდის.
სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში წლების წინ გამოჩნდა, ის ყოველთვის მიიჩნეოდა გემოვნებიან ქალბატონად, რომელსაც მუდმივად დახვეწილი სამოსი და აქსესუარები ამშვენებს.
სალომე ზურაბიშვილს არ უყვარს მუქი ფერის სამოსი.
მას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ეცვა დიზაინერ ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი სამოსი, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი.
როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს თეთრი და წითელი ფერი განსაკუთრებულად
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა ტრადიციას არ უღალატა, ილჰალმ ალიევთან და მეჰრიბან ალიევასთან შეხვედრაზე მას სწორედ საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამეული ეცვა.
ჩვენი ყურადღება პრეზიდენტის ჩაცმულობამ იმით მიიქცია, რომ მას ოფიციალურ მიღებაზე ის ქვედაბოლო და ზედატანი ეცვა, რომელიც ინაუგურაციაზე.
აზერბაიჯანში ვიზიტისას, მან მხოლოდ ერთ დეტალში შეიტანა ცვლილება, გრძელი პალტოს ნაცვლად, თეთრი პიჯაკი მოირგო.