28 თებერვალი, 2019
"დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი და მალე გამოვა" - დავით კირკიტაძის და მარიამ ახობაძის ქორწინება შედგა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში დაქორწინდა. მისი რჩეული ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორი, 27 წლის მარიამ ახობაძეა.

წყვილის სამოქალაქო ქორწინების გასაფორმებლად სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში რეესტრის თანამშრომელი მიავლინეს.

დავით კირკიტაძემ, ქორწინების მოთხოვნით, ციხის ადმინისტრაციას თავად მიმართა.

წყვილის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია გუშინ ექსკლუზიურად "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს ველისციხეში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS