"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ქორწინდება. იგი ხელს ე.წ. მატროსოვის ციხეში მოაწერს. როგორც Ambebi.ge-ს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, კირკიტაძემ მათ მიმართა მოთხოვნით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელის მოწერის ცერემონია ჩატარებულიყო, რაზეც თანხმობა მიიღო. მათივე ცნობით, კირკიტაძე მის რჩეულთან ხელს ხვალ მოაწერს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, კირკიტაძის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძეა, რომელიც ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით,
მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
განაგრძეთ კითხვა: