რამდენიმე წლის წინ, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დიეტა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს დაეხმარა წონის კლებაში, რის გამოც ეს დიეტა პოპულარულიც გახდა.
სალომემ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ჟურნალისტმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. კერძოდ, ცხვირის რინოპლასტიკა ჩაიტარა.
კლინიკაში მისვლამდე სალომემ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ცხვირი მას აკომპლექსებდა.
"ბევრი მწერს რა გინდოდაო, მაგრამ ეს იყო ჩემი ოცნება, კომპლექსი და რატომაც არა. შევხვდებით ახალი ცხვირით".
სალომეს ოპერაციამ
ჟურნალისტის ცხვირი საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციიდან რამდენიმე დღეში არაჩვეულებრივად გამოიყურება.