გამარჯვებულ მასწავლებელს ჩიბათის სკოლაში მოსწავლეები ბუშტებითა და პოსტერებით დახვდნენ. შეხვედრის ემოციურ ფოტოებს "ფეისბუქ-გვერდი" "მასწავლებლის სახლი" ავრცელებს.
_2019-02-21_vZqMgBZieRBe86V.jpg)
"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს", - ამ სიტყვებით შეაფასა მან მასწავლებელთა ფინალში გადასვლა.
_2019-02-21_QwcwUXZbdJtZu.jpg)
ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ.
_2019-02-21_HxfEgewkiQIb.jpg)
სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000-ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ.
წაიკითხეთ მეტი ვლადიმერ აფხაზავას შესახებ