06 მარტი, 2014
მარკუს მეტრეველი და მერსი სულხანიშვილი საქველმოქმედო საღამოზე „ზასაობდნენ“
მარკუს მეტრეველი სცენაზე სამღერად ავიდა, მას უკან ამჯერად თბილად ჩაცმული მერსი მიჰყვა მოდის ბლოგერის, მერსი სულხანიშვილის ეპატაჟმა, მისმა სექსუალურმა ფოტოებმა, სკანდალურმა განცხადებებმა და ახლა უკვე „პროფილში“ გამოჩენამ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ზოგიერთი აგრესიას ინტერნეტსაიტებზე მისი ინტერვიუებისა და თუ ფოტოების ქვეშ კომენტარებში ღიად გამოხატავს. თუმცა ამას თავად მოდის ბლოგერი და ტელეწამყვანი ყურადღებას ნაკლებად აქცევს.

თუმცა ყველა კომენტარს ყურადღებით კითხულობს. ცოტა ხნის წინ თამამმა მერსიმ კიდევ ერთი ფოტოსესია გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. ამ ფოტოებს მარკუს მეტრეველის
წინადადება მოჰყვა. ფოტოს ქვეშ ვკითხულობთ.

მარკუსი: ძალიან ჩემიანი ხარ და რა გავაკეთო? მერსიმ მარკუსს გულის ფორმის სიცილებით უპასუხა, რის შემდეგაც მომღერალმა ცოლობა სთხოვა და მერსისგან დადებითი პასუხიც მიიღო.

დაიწყო თუ არა რეალურად რაიმე სახის ურთიერთობა ამ წყვილს შორის არავინ იცის. ფაქტი ერთია, ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ამა თუ იმ წვეულებებზე ერთად.

Rating

დღეს საღამოს ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე მოვხვდი. სადაც ცოტა არ იყოს უცნაური სურათის მომსწრე გავხდი. მარკუს მეტრეველი სცენაზე სამღერად ავიდა, მას უკან ამჯერად თბილად ჩაცმული მერსი მიჰყვა.

იცეკვა მომღერალთან ერთად, მარკუსმაც ტანი ააყოლა მოდის ბლოგერის ტანის რხევას. სიმღერა დამთავრდა თუ არა მარკუსმა და მერსიმ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ამას დარბაზიდან ოვაციები და ტაში მოჰყვა. ნაწილს კი გაოცებისგან აბზუებული ტუჩებიც შევნიშნე სახეზე.

მოკლედ ვინ ვისიანია ამ ქალაქში რთული გასაგებია. ფაქტი ერთია მარკუს მერტეველის გარშემო გოგონები ბუზებივით ირევიან. ისიც ხან ერთს გვაცნობს საცოლის სტატუსით და ხან - მეორეს. ოღონდ მის თითზე საქორწინო ბეჭედი ჯერ არავის უნახავს. ვნახოთ გაუკეთებს თუ არა თავისიან მერსის ქორწინების ბეჭედს მომღერალი.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნია
აეეეე,თითფრინავიიიიიიი!:D უზომოდ განათლებულებეეეე!
14:50 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კუნა
ერთნაირები არიან.....გაუგებენ...
15:08 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თამამი
ვგიჯდები ასეთ ქველოქმედებზეეეეე
11:13 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკი
მგიჯდები ქველმოქმედ ხალხზე
11:02 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS