როგორც თავად ანასტასია პირველი ამბობს, ის არ გეგმავს არაფერს პოპულარობისთვის, არ არის სკანდალური პიროვნება და მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება.
ტრანსგენდერმა სულ ცოტა ხნის წინ გიორგი შენგელაიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, იყო თუ არა სპონტანური მ
- ანასტასია, თქვენი ფოტო ვნახეთ კინორეჟისორ გიორგი შენგელაიასთან ერთად. როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა, დაინტერესება თქვენი მხრიდან იყო თუ ბატონი გიორგი ან მისი წარმომადგენელი დაგიკავშირდათ?
- დიახ, ბატონი გიორგი შენგელაიას წარმომადგენელი დამიკავშირდა და შემდეგ უკვე შედგა კონტაქტი თავად ბატონ გიორგისთან.
- და საუბარი ახალ მხატვრულ ფილმზეა ხომ?
- არ მინდა ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ იგეგმება რაღაც სიახლე.
- კარგი და შეხვედრის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ...
- შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საინტერესო იდეები გავცვალეთ და ძალიან მიხარია, რომ ასეთი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი მის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს მასზე და ძალიან გამიხარდა, რომ ასე გავცვალეთ აზრები და თუ იქნება ეს ფილმის სახით, იქნება ისეთივე კარგი და ხარისხიანი ნამუშევარი, როგორსაც აკეთებს ბატონი გიორგი შენგელაია.
- ანასტასია, მაშინ ინტერვიუს დასასრულს თუ გაგვიმხელთ, გაქვთ თუ არა ერთი გამორჩეულად საყვარელი ფილმი გიორგი შენგელაიას ფილმოგრაფიიდან?
- მე ზოგადად ერთს ვერ გამოვყოფ ვერც ერთ სფეროში, არ მაქვს ერთი გამორჩეულად საყვარელი ფილმი, ზოგადად სიახლეების მოყვარული ადამიანი ვარ და მიყვარს ყველაფერი ახალი. რაც შეეხება ბატონ გიორგის, ყველა ფილმს და თავად პიროვნებას ძალიან ვაფასებ.
ზაურ მირიანაშვილი