17 თებერვალი, 2019
გვარამია ხაბურზანიას და ჯაფარიძეს ვერ ივიწყებს: რას სთხოვს დირექტორი ნოდარ მელაძეს და რას პასუხობს მას სალომე ლილუაშვილი
მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის გზები გაიყო დემნა ჯაფარიძესთან და გიორგი ხაბურზანიასთან, ნიკა გვარამია ყოფილ თანაგუნდელებს ვერ ივიწყებს და პერიოდულად მათ შესახებ, სოციალურ ქსელში, მწვავე პოსტებს ავრცელებს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ყოფილ თანამშრომებს ხან პროფესიონალიზმს უწუნებს, ხან რეიტინგს და ა.შ.
დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია "რუსთავი 2"-ზე მეგაშოუების პროდუსერები გახლდნენ. სწორედ მათ აქვთ ისეთი პროექტების განხორციელების უფლება, როგორებიც არის: "იქს ფაქტორი", "ნიჭიერი", "ექიმები" და ა.შ.

შესაბამისად, როცა "რ2"-ის და მათი გზები გაიყო, პროდუსერებმა დამოუკიდებელი კომპანია
"ნოვა პროდაქშენი" ჩამოაყალიბეს და პროექტებს სხვადასხვა არხზე ახორციელებენ.

შემოქმედებითი გუნდი ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტს "საქართველოს ვარსკვლავს" ახორციელებს. ამ პროექტის გამარჯვებული ევროვიზიაზე გაემგზავრება.

ნიკა გვარამიამ, გადაცემის მსვლელობისას, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ნოდარ მელაძეს სთხოვა იმ კომპანიებით დაინტერესება, რომლებიც პროექტში რეკლამას ათავსებს.

"“მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. "საქართველოს ვარსკვლავი" კი არა, "მხოლოდ ფანდური" უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს.

ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ Nodar Meladze გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%იანი კატასტროფა.

ps ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯრებ, რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის", - დაწერა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პოსტს, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ნოვა ფროდაქშენზის" მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის დირექტორი სალომე ლილუაშვილი.

"ქვეყნის მთავარი გურმანისგან, მთავარი მუსიკალური ექსპერტისა და მთავარი არხის დირექტორისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე "საქართველოს ვარსკვლავის" გაყიდვებთან დაკავშირებით. 

დიახ, "ნოვა ფროდაქშენზი" კომერციული კომპანიაა. დიახ, ყველა ჩვენი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვაკეთებდით და ვაკეთებთ, ყველაზე გაყიდვადია. ფინანსური შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- პროექტების ხარისხზე, ჩვენი კომპანიისადმი ნდობაზე და ბუნებრივია, ჩემს შესანიშნავ უნარებზეც.

დიახ, პირველი არხისთვის ჩვენმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა მოულოდნელად მაღალი გაყიდვების თვალსაზრისით და ამით ნამდვილად ვამაყობთ.

ვამაყობთ იმითაც, რომ პროექტების "რუსთავი2"-დან "იმედზე" გაკეთების შემდეგ, გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება შევინარჩუნეთ და დიდი კონკურენციისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში, გაყიდვების რეკორდულად მაღალი შედეგი დავდეთ.

რაც ეხება დაკოპირებას. მთავარი ოთახი, ემოციებისა თუ რეპეტიციის ოთახი, ინტერნეტოთახი და სხვა სახის კონტენტში ინტეგრირებული მომსახურება - ეს შოუს კომერციალიზებული ელემენტებია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ იქმნებოდა და მკვიდრდებოდა. ბოლოს, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ დავამატეთ სრულიად ახალი, სტუმრების ოთახი, რომელიც კომერციულად ასევე გამართლებული იყო. ჰოდა, გაყიდვებისა და ბრენდირების სქემა სრულად გადაკოპირებული და უცვლელად შენარჩუნებულია "მხოლოდ ქართულსა" და სხვა პროექტებში.

იგივე მოხდა პირველ არხზეც - მაღალი დაკვეთის გამო კიდევ ერთი, "მუსიკალური ექსპერტების ოთახი" გაჩნდა, სულ მალე ახალ პროექტებს ვიწყებთ, ახალი კომერციული სქემებით. 

რაც ეხება პარტნიორ კომპანიებს - ვწუხვარ, რომ პირადი ანგარიშსწორების გამო, რ2-ის დირექტორმა თქვენი კომპანიების რეპუტაციას ზიანი მიაყენა.
კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის", - წერს ლილუაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
otari
კოლეგებს რომ ასე მოიხსენიებ რა არაადამიანი უნდა იყო ხომ წარმოგიდგენიათ!!!!
13:19 / 21-02-2019
გამოხმაურება / 0 /
nukri tabataZe
ნამდვილი არაკაცი!
17:08 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იაზვა გვარამია
18:41 / 18-02-2019
გამოხმაურება / 0 /
otari
ეს არის ბოღმის ნთხევის და არაადამიანობის თვალსაჩინო მაგალითი!
16:00 / 18-02-2019
გამოხმაურება / 0 /
manana
ფუ ამასაც თუ კაცი ქვია რა!
15:59 / 18-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS