ქართველი ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს გასაკვირი საერთოდ არაა. ის ჯერ სწორედ უკრაინელებმა გაიცნეს და ამის შემდეგ გახდა ცნობილი საქართველოში.
ირაკლი ამჯერად უკრაინული გამოცემის "VIVA"-ს გარეკანზე მოხვდა, სადაც უამრავ საინტერესო თემასთან ერთად, ქართველმა მამაკაცმა ოჯახის შექმნაზეც ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ ირაკლის ჯერჯერობით არ სურს ოჯახი შექმნა, რადგან მისი შესაფერისი გოგონა ვერ იპოვა.
ოჯახი მყარი, ნამდვილ გრძნობაზე დამყარებული იყოს" - რატომ არ ქმნის ოჯახს ირაკლი მაქაცარია" width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />
"ვფიქრობ, ამის გაკეთება უკვე დიდი ხნის წინ შემეძლო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ბავშვის დედა. მინდა, რომ ჩემი ოჯახი მყარი, ნამდვილ გრძნობაზე დამყარებული იყოს და არა ისე, როგორც ხშირად ხდება...
შეხვდნენ, მოეწონათ ერთმანეთი, შვილი გაუჩნდათ და დაშორდნენ... ჩემთვის ეს მიუღებელია. ბავშვი სრულყოფილ ოჯახში უნდა გაიზარდოს, იცოდეს, რა არის ურთიერთგაგება და პატივისცემა, ამის მაგალითი ჩემი მშობლები არიან და კარგად ვიცი, რა არის სწორი", - აღნიშნა მან.