12 თებერვალი, 2019
ლიზა ვადაჭკორიას შვილიშვილი შეეძინა
ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ბოლო დროს ტელე-ეთერს ჩამოშორდა. ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის გამო, მისი და მადონა კოიძის გადაცემა "სახალხო კონტროლი" ეთერში აღარ გადის.

როგორც ლიზამ "რეიტინგთან" საუბარში განაცხადა, შესაძლოა, ეკრანს მალე დაუბრუნდეს.

მანამდე კი ოჯახური ამბებით არის დაკავებული. ლიზა ვადაჭკორიას ოჯახში მატებაა, მისი ქალიშვილი ია, მეორე შვილის დედა გახდა.

- ქალიშვილი შეგვეძინა, პატარა გაგუას კლინიკაში დაიბადა, სადაც არაჩვეულებრივი ექიმები მუშაობენ. ბავშვს მაშოს დაარქმევენ მშობლები", - განაცხადა ლიზამ ჩვენთან საუბრისას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS