ამ ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე დღეში გავრცელდა
- სალომე, ''რეიტინგთან'' ინტერვიუში შენს შეყვარებულზე საუბრობდი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორდით. მართალია?
- მართალია.
- შეიძლება მიზეზი გკითხო?
- კი, როგორ არა. ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებენ. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვერ შევეწყეთ ერთმანეთს, ჩვენი ინტერესები აღარ ემთხვეოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ასე. ცივილიზებურად, ადამიანურად ვისაუბრეთ ყველაფერზე და ერთმანეთის გავიგეთ.
- ვიცი, რომ საერთო სამეგობრო წრე გაქვთ. არ გიჭირთ მასთან მეგობრის ამპლუაში ყოფნა?
- ცოტათი მიჭირს, რა თქმა უნდა, ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ ყველაფერი ხდება და როგორი მეგობრობითაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ისევე გაგრძელდება. ამაში ორივე ერთმანეთს ვუწყობთ ხელს.
- მაშინ არ გაგვიმხილე შენი რჩეულის ვინაობა, ახლა ხომ არ გაგვიმხელ?
- არა, თავად არ სურს და არ მინდა ვაწყენინო.
- სალომე, ის ინციდენტი, სააგენტოები რომ წერდნენ, დანით დაჭრესო, როგორ დამთავრდა, ვინ იყო ის ადამიანი ხომ არ გაარკვიე?
- არავის დავუჭრივარ. თავი გამიტეხეს, დაკეცილი დანა მესროლეს თავში. ეს ინფორმაცია სააგენტოებმა ათასნაირი ინტერპრეტაციით გამოაქვეყნეს. ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო. საბედნიეროდ საგანგაშო არაფერი ყოფილა. მსუბუქი დაზიანება მქონდა.
- მას მერე კიდევ ხომ არავის შეუშინებიხარ? ხომ არ გეშინია ღამით გარეთ გასვლა?
- შეშინებით არავის, მაგრამ ვცდილობ მარტომ არ ვიარო, მითუმეტეს ღამით.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















