23 მაისი, 2013
''ეტალონში'' პატიმრები მიიღებენ მონაწილეობას
პროფესიით პედაგოგი და იურისტი გახლავართ. ლექციებს ვკითხულობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი სკოლა ''ჯიპა''. ვიცი სამი უცხო ენა. სამწუხაროდ, დაკავებული ვარ 109-ე მუხლით, ეს არის უმძიმესი დანაშაული. მედიაპროექტ ''ეტალონის'' მორიგი გადაცემა სრულიად განსხვავებული და ტელესივრცეში გამორჩეული იქნება. პიუპიტრებთან მოთამაშეების ადგილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსჯავრდებულები დაიკავებენ. გადაცემა, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა, ეთერში 25 მაისს, 18:00 საათზე გავა...

''ეტალონი'' თავის მაყურებლებს ხშირად სთავაზობს განსხვავებულ გადაცემებს, სადაც მოთამაშეთა პიუპიტრებთან ადგილს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იკავებენ. ამჯერად,
25 და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღეს, ინტელექტუალურ ჭიდილში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანები ჩაებმებიან. ეს გარკვეულწილად სიმბოლური თამაშიც იქნება
'' - ამბობს ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი.

Rating''პროფესიით პედაგოგი და იურისტი გახლავართ. ლექციებს ვკითხულობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი სკოლა ''ჯიპა''. ვიცი სამი უცხო ენა. სამწუხაროდ, დაკავებული ვარ 109-ე მუხლით, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია საქმეს გაარკვევს და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა'', - ამბობს გადაცემის გამარჯვებული.

ვინ გახდა ამ არაორდინარული გადაცემის გამარჯვებული და როგორ მოიპოვა მან პატიმართა შორის ყველაზე ინტელექტუალურის ტიტული, ამას 25 მაისს შეიტყობთ. ''ეტალონი'' ''პირველი არხის'' ეთერში 18 სთ-ზე დაიწყება.

ვრცელ მასალას ''ეტალონში'' მონაწილე პატიმართა შესახებ კი შეგიძლიათ 27 მაისის ''რეიტინგში'' გაეცნოთ.

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS