ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი ცხადაძე ფართო საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. ის "მხოლოდ ქართულის" მონაწილე გახლდათ და მაყურებლის დიდი სიმპატიაც ჰქონდა, თუმცა, პროექტი მალე დატოვა.
"მხოლოდ ქართულის" ოფიციალურ გვერდზე ახალი ვიდეორგოლი გამოქვეყნდა, სადაც გიორგი ცხადაძეს არც მეტი არც ნაკლები ჯონ სნოუს იმიჯი აქვს მორგებული.
ფოტოები გიორგის ფოტოხელოვანმა ზაქარია ჭელიძემ გადაუღო.
როგორც ვიდეოში მსახიობი აცხადებს, მას კიტ ჰარინგტონს მისი მეგობრებიც ამსგავსებენ. იხილეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, ჰგავს თუ არა უცხოელ ვარსკვლავს.