02 თებერვალი, 2019
განსაცდელი, რომელიც ლელა წურწუმიას ოჯახმა გამოიარა
მომღერალი ლელა წურწუმია თვლის, რომ ქვეყანას სოფლის მეურნეობა გადაარჩენს. ამის შესახებ მან შორენა ბეგაშვილის გადაცემაში განაცხადა.

„ძალიან მაინტერესებს სოფლის მეურნეობა. მეცხოველეობა. ბაბუაჩემი იყო ზოოტექნიკოსი, აუცილებლად გადავალ სოფელში. ვიყოლიებ ფერმას, ქათმებს. თვითონ დავბარავ, მოვთოხნი, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.

ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი არის სოფლის მეურნეობა. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ თემაში, მაგრამ ასე ვფიქრობ. 50 წლის ვარ და მახსოვს, სოფელი კვებავდა ქალაქს.

დღეს სოფელი დაშლილია, ტყუილად არის ამდენი მინდორ-ველი. ჩვენ თუ სოფელში დავაბრუნებთ ხალხს, დამიჯერეთ, ბევრად კარგად
ვიქნებით.

ამდენი ონკო დაავადება, რომელიც არის, ბინძური ჰაერის გარდა, საკვებიდანაც არის შემოსული, აღარ ვიცით, რას ვჭამთ. ორივე დას ჰქონდა ონკო დაავადება და ვიცი რასაც ვლაპარაკობ“, - განაცხადა ლელა წურწუმიამ გადაცემაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
Wow
სიცხე გაიზომე ქალბატონო ლელა,სანამ ბეგაშვილის გადაცემაში მიხვედი??
12:38 / 11-02-2019
გამოხმაურება / 0 /
tata
ლელამ იცის შრომის ფასი, ყველაფერს თავისი დაუღალავი შრომით მიაღწია და სოფელშიც რომ წარმატებები ქონდეს რაა აქ გასაკვირი? ასაკში ისე ყველას გვინდება სოფელიში წასვლა და ეგ ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია. მუშაობა არ უნდათ ადამიანებს თორე სოფელშიც შეიძლება იყო ბედნიერი.
13:26 / 06-02-2019
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
იმედია თქვენც არ გამოგიხტებათ ვინმე არამკითხე და არ გეტყვით 50წლის ზევით რომ ბრუნდები აქ კათარზისი კი არ გვაქვსო.როგორც მე მაკადრა.ერთმა უვიცმა. მით უმეტესიმ სოფელს შევალიე ჩემი ჯანი და ახალგაზრდობა.
12:39 / 06-02-2019
გამოხმაურება / 0 /
Nik
ყოჩაღ ლელა, კარგი წამოწყება და იდეაა, რაც მთავარია სუფთა ჰაერს არაფერი ჯობია, სოფლის მეურნეობაც მნიშვნელოვანია და ეკოლოგიური პროდუქტიც, ერთ რამეს დავამატებდი რომ მარტო სოფლის მეურნეობა ვერ გადაარჩენს ქვეყანას, უფრო "ფანსი" გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ქვეყანას - სწორი მემეჯმენტი სჭირდება, ესაა ამომავალი წერტილი. ისე, თქვენ რესპექტი!
11:30 / 04-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მეცინება კი არა ხარხარი მინდა სიმწრისაგან. გურჯაანში ვინც 2 ძროხას და მეტს იყოლიებს, დაუწესდება გადასახადიო. სოფლის მოსახლეობას ისედაც უჭირს. საკვები საქონლისთვის ძვირი უჯდება, აღარ არის საძოვრები. სოფელ ვეჯინში ჩამოთესლებულებმა გზა არ დაუტოვეს მცხოვრებლებს, არათუ საძოვარი. კაცი პატრონი არა ჰყავს სოფელს, რაიონს. გაიყიდა ყველაფერი. ეხლა, იმის მაგივრად, რომ ყველა ღონე იხმარონ და სოფლები გაამაგრონ, ხელი შეუწყონ, ათასნაირ გადასახადებს უწესებენ. წურწუმია კი ძროხებსაც იყიდის, ფერმებსაც და მიწასაც დაამუშავებინებს ხალხს-აბა, სულ თვითონ მოიკლავს ბარვა-თოხნაში. ერთი დღე დადგეს მზეში და ნახავს რა შეუძლია. განა ისევ შერჩება ეგ გაკეთებული სილამაზე.აქედან ლაპარაკი ადვილია, მაგრამ მიწასთან ჭიდილი სხვაა. ფული უნდა გეჭიროს ხელში-ფულიიი.ხალხს ქათამი ვეღარ გაუზრდია, საკენკი ძვირია. ეეეხ
01:43 / 04-02-2019
გამოხმაურება / 1 /
ტყუილებს რატომ ავრცელებ?
ტყუილიაო ძროხებზე გადასახადი, ეგ აღარ მოისმინე?
21:58 / 04-02-2019
TOPS