შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით 16 პირია დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია. გასვიანი 2017 წელს "იქს ფაქტორში" მონაწილეობდა.