ონლაინ-მედიამ ეს დასკვნა ილოსა და ანის ერთობლივი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, სადაც ანი ბებიას უბრალოდ თეთრი კაბა აცვია.
"რეიტინგი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ილო ბეროშვილს დაუკავშირდა.
- ილო, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენ და ანი დაქორწინდით?
- ეს ინფორმაცია არის ტყუილი. არ დავქორწინებულვართ. ასე ინფორმაციის გავრცელება როგორ შეიძლება. ფოტო, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ეს ინფორმაცია დაიწერა, ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიულ ღონისძიებაზე არის გადაღებული.