ცნობილია, რომ ფილმში, 32 წლის ვარსკვლავი ევროპელი პრეზიდენტის მეუღლის, პატრიშას როლს ასრულებს. იგი კერძო დეტექტივის დახმარებით, ცდილობს, გაარკვიოს, ვის სურს მისი ქმრის მოკვლა. აღსანიშნავია, რომ საქმეში მაქციები ფიგურირებენ.
ამასთან, ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ფილმში მონაწილეობს ქართველი მსახიობი ბონდო მღებრიშილი, მან სამსახიობო კარიერა ბელგიაში დაიწყო. როდესაც ერთ-ერთმა რეჟისორმა აღმოაჩინა, შემდეგ სხვებიც დაინტერესდნენ მისით.