29 იანვარი, 2019
რა ღირს ანუკი არეშიძის ბაფთები, რომლის გამოც ინსტაგრამზე ნამდვილი ომი დაიწყო
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ მის მიერ შექმნილი ქალის ბაფთების კოლექციის ნაწილი წარმოადგინა. ფოტოებს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ნაწილი წერდა, რომ ულამაზესი ბაფთებია, რომლებიც ნებისმიერ ქალბატონს მოუხდება; სხვები კი ბაფთების ფასმა გააღიზიანა და ახალ კოლექციას ერთგვარად აჟიოტაჟი მოჰყვა.

„ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ეს პროდუქცია ძალიან ძვირია“, „თმის ბაფთებს 90 ლარს რომ მიაწერ, ვინ უნდა იყიდოს? მარტო "პადრუგებმა?“ - წერდნენ ადამიანები.


რა თქმა უნდა, დიზაინერს გამომწერები გამოექომაგნენ: „სხვა ბრენდების ფასებსაც ასე აპროტესტებთ თუ უბრალოდ ანუკის ლანძღვა
გსიამოვნებთ? თუ გინდა და გაქვს შესაძლებლობა, იყიდე და თუ არა, საბანი ისე დაიხურე, როგორც მოგწვდება!

საბჭოთა კავშირში ყველა ერთნაირად ცხოვრობდა, ფართუკებით და თეთრი ბაფთებით. თუ ვინმეს უნდა უკან დაბრუნება, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, არ ვიცი! თუ არა და, თავის ნაშრომს თუ უნდა „ოთოს ვირად“ გაყიდის და თუ უნდა საჩუქრად დაარიგებს“, „მხოლოდ საქართველოში არ ფასობს ხელნაკეთი ნივთი და ფასს უყურებენ - იმას არა, რომ შრომობს ადამიანი.. ის, რაც ლამაზია, ყოველთვის ძვირია. ერთი დღე შეეცადეთ აბა გააკეთოთ თქვენ მსგავსი სილამაზე და ნახავთ, რა ფასს დაადებთ“.

Rating

გამომწერთა დიდი ნაწილი კმაყოფილებას გამოთქვამს ანუკის კოლექციის მიმართ და აღნიშნავენ, რომ მისი ნამუშევრები ყოველთვის ხარისხიანი და საოცარია. აქვე თქვეს ისიც, რომ ბაფთები სვაროვსკის თვლებითაა გაფორმებული და ფასიც შესაბამისია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
კატო
არც ანუკის გამომწერი ვარ და არც არასოდეს არაფერი მიყიდია მისი, მაგრამ ამაზე რა განერვიულებთ, არ გინდათ, ძვირია, ნუ იყიდით!!!! ბაფთა პირველადი მოხმარების საგანი ხომ არაა, ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი რომ ატეხეთ ფასზე?!!!!!!!!!!!!!!!!
13:32 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
სარა
ამაზე ლამაზებს ვაკეთებ და გავაკეთე კიდეც უფასოდ მეგობრებისთვის ოღონდ თავიანთი მასალით, რადგან მასალის ყიდვის საშუალება არ მაქვს, შეიძლება არ იყოს სვაროსვსკის თვლები და უბრალო თვლებიც ბრჭყვიალებს და მაგ ბაფთას ხელით არ კერენ ნუ იტყუებით საკერავი მანქანით იკერება. მარტო თვლებს ამაგრებენ ხელით.
02:58 / 30-01-2019
გამოხმაურება / 0 /
გორჯესტანი
3 ევროდ ყრია ევროპაში ასეთი და ამაზე უკეთესებიც. გოიმებისთვის დაწერილი ფასები
21:49 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ანა
მაგრად გაგიჟავებთ ეს ქალი და ახია თქვენზე, მეტის ღირსები ხართ ინსტაგრამზე კი არა ოდნოკლასნიკში არ დავალაიკებ (.-.)(.-.)(.-.)
18:38 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ვისაც აქვს, ის იყიდის. მერე ანუკი გაჭირვებულს დაეხმარება იმ ფულით. რა არ მოგწონთ? 50000 დოლარიანი ბეწვის ქუდი ხომ არ უყუდია ქმარს მისთვის თქვენი ფულით????
18:08 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Niania
ARArealur fasebs adebs es gogo! Xelovnurad qmnis "BRENDS:!
16:29 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS