28 იანვარი, 2019
სალომე შარვაძე მაყურებელს მიმართავს
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეთოთხმეტე სეზონი გუშინ დასრულდა. სერიალის პერსონაჟების, ქეთისა და ზაზას გარშემო განვითარებული მოვლენების დასასრულს, საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

ეგონათ, რომ ზაზა ან ცოლს მოკლავდა, ან ექიმ აჩიკოს, რომელიც სიუჟეტის მიხედვით, მისი ცოლის მეგობარი მამაკაცი გახლდათ, მაგრამ ექიმი აჩიკო, როგორც ქართველი კაცების უმეტეს შემთხვევაში ხდება, სუსტი აღმოჩნდა და ცოლის კალთას ამოეფარა.

აპატია თუ არა ზაზამ ქეთის, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მას სულ სხვა რეაქცია ჰქონდა - ისეთი, რომელსაც არავინ ელოდა.

სერიალის მეთოთხმეტე
სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში, პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა სალომე შარვაძემ.
"სულ მინდოდა ოსკარით ხელში , საოსკარე “სფიჩის” წარმომთქმა , ცოტა მერე ....

დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი , ყველაზე განსაკუთრებული სეზონი დასრულდა ... მსახიობისთვის ასეთი შანსი
და ამხელა გამოწვევა ნამდვილი ბედნიერებაა ... როგორ გავართვი თავი ნამდვილად არვიცი , მაგრამ პროცესით , საოცრად ვისიამოვნე, ძალიან დიდი მადლობა სრულიად Formula Creative ის შემოქმედებით ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით Keti Devdariani Giorgi Liponava , Irakli Saghinadze , Misha Mshvildadze , Tengo Megrelishvili Beso Solomanashvili, .... უდიდესი მადლობა ჩემს წარმოუდგენლად მაგარ პარტნიორებს,უმაღლესი კლასის მსახიობებს Giorgi Bochorishvili-ს, Eka Cast -ს Joseph Khvedelidze

ჩვენს მაყურებლებს .... ამხელა ინტერესისთვის , ყურადღებისთვის,კომპლიმენტებისთვის ... უდიდესი მადლობა ჩემს Rustavi 2 Nika Gvaramia ქვეყნის მთავარ არხზე რომ ხდება ეს ყველაფერი , ამიტომაც განსაკუთრებით მიმზიდველია ყველასთვის მიყვარხართ !!! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ." - წერს მსახიობი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მიმი
ქვეყნის მთავარი არხით უკვე ოსკაროსანი ხარ
00:28 / 01-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ელზა
რას ერჩით ამ გოგოს რუსთავი 2 თუ არ მოგწონთ ვინ გეხვეწებათ უყუროთ ? მაგრამ თან ყურებაც გინდათ და თან ლანძღვაც აი მაგაზე გეტყობათ რომ დანერვოზებული და მაზოხისტები ხართ ვერ გადართავთ სხვა არხზე ? მაგრამ საქმე იმაშია რომ თქვენ იმ კატეგორიის ხალხი ხართ ვისაც არავინ მოსწონთ
22:07 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
lalo
მალადეც ,ეგ ,,სფიჩისტატუსი, მეტყველებს,რომ ქვეყნის ,,მთავარი ტელევიზიის,, ოსკაროსანი გამხდარხარ)))))),
11:25 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
მათვარია არ დაგავიწყდეს რომ ახსენო "ქვეყნის მთავარ არხზე"არ დაიღალეთ საკუთარი თავის ქებით,ეს ჭორიკნები ,ამათ მართლა გონიათ რომ ყველაზე მაგრები არიან,არა ჭირიმე,არა ,ძალიანაც გინდათ მაგრამ რას იზავ,შეუძახეთ თქვენს თავს,ის თქვენი ჩაჯმული გვარამია რასაც ჩაგძახებთ ყველაფერი კი არ უნდა გაიმეოროთ.
17:58 / 28-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ისე დამაჯერებლად ითამაშეთ "ბატი ტასიკოს"როლი,რომ ნამდვილად შექების ღირსი ხართ.
17:15 / 28-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS