ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან რვა კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
ხმის მიცემა შეუძლიათ მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს
ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. დღეს პირველი არხის ეთერში, პირველ ლაივშოუზე გაირკვევა უკვე იმ რვა კონკურსანტის ვინაობა, რომლებიც ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობენ.
25 იანვარს, 12:00 საათიდან „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო.
ხმის მიცემა „ფეისბუქის“ საშუალებით, უფასოდ, 12 საათში ერთხელ შეგეძლებათ.
ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
პირველ ტურში პროექტს დატოვებს ორი კონკურსანტი, ვისაც ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დაუგროვდება.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.