23 იანვარი, 2019
თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვა შვილის პირველ კადრს აზიარებს
20 იანვარს მომღერალი თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვა დედა გახდა. მას და ბორისლავ მილანოვს ქალიშვილი შეეძინათ.

წყვილი ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდებოდა. სანამ გამჟღავნდებოდა, რომ მომღერალი ორსულად იყო, თამარამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილი ძალიან უნდოდათ და ეს სურვილი აუხდათ კიდეც.

Rating

თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვამ ვენაში იმშობიარა. პატარა გოგონას მშობლებმა გაბრიელა დაარქვეს.

გუშინ ღამით, მომღერალმა სოციალურ ქსელში ქალიშვილის პირველი კადრი გააზიარა. 


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS