04 მარტი, 2014
ია ფარულავა ტარიელ სუარზე: ''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''
ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა ია ფარულავასა და ტარიელ სუარის ოჯახური დრამა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სუარმა იას შესახებ სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, მსახიობმა მაინც ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდე და ტარიელი საჯაროდ არ გაულანძღავს.

ყველაფერი კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ია სუროგაციის ცენტრის დირექტორთან ერთად ტაილანდში გაემგზავრა. ტარიელს და იას რომ ურთიერთობა აერიათ, ეს მათი ''ფეისბუქის'' გვერდებიდან ჩანდა.

მიზეზი ყველას კატა-ზუზი ეგონა, რომელიც იას წასვლის შემდეგ ცუდად გახდა და
თითქოს ტარიელმა სათანადოდ ვერ მოუარა. თუმცა სუარის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ზუზი არაფერ შუაში იყო და წყვილს შორის დაძაბულობა უფრო ადრე დაიწყო.

ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა, სადაც მეგობრები სუარს დასცინოდნენ და მისი თავიდან მოშორებით იმუქრებოდნენ.

ვირტუოზი გიტარისტის სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ტარიელმა იმ დღეს ფანჯრის მინა ჩატეხა, რომელსაც მეორე დღეს ჩასვამდა. მეუღლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი იამ თავდაპირველად სიმთვრალეს დააბრალა, თუმცა შემდეგ ხალხს მოუწოდა, რომ ტარიელი სოციალური ქსელიდან წაეშალათ და დაებლოკათ.

მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაიშალა, თუმცა იამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

''რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის, არც ერთ ადამიანს, თუნდაც ჩვენი დაშორების შემდეგ მისი შეურაცხყოფა არ შერჩება. ასე რომ გირჩევთ, ფრთხილად იყავით სანამ მის საწინააღმდეგოდ რამეს წამოაყრანტალებდეთ.

ჩემის აზრით, დღეს საქართველოს იაზე მოსაფრთხილებელი ადამიანი არ ჰყავს და ვისი მოფრთხილებაც მე, ერთმა ადამიანმა ვერ შევძელი.

დარწმუნებული ვარ ამას ქართველი ხალხის ის ძალიან დიდი სიყვარული შეძლებს, რომელსაც მე მასთან გატარებული ექვსი თვის მანძილზე ყოველდღიურად ვგრძნობდი.

იასნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ერი, რომელიც ასეთ ადამიანებს არ დააფასებს, არც იებით მოფენილ უმშვენიერეს გაზაფხულს იმსახურებს'' _ წერს ტარიელი.

მეუღლის გულისამაჩუყებელი სტატუსის შემდეგ ია ფარულავამ სოციალურ ქსელში ტარიელის მიერ შესრულებული ერთ-ერთი კომპოზიცია გამოაქვეყნა და დაწერა:

''გინდ ჩალეწე გინდ ჩათვერი გინდ გაგიჟდი მარტშია- მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება...''

ტარიელის გაბრაზება კი ასე ახსნა:

''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
მიშა არაფერ .შუაშია
მიშა არაფერ შუაშია ხალხნო.ტარიელის გაქცევის ერთადეთი მიზეზი არის იას შვილის ყოლის მცდელობა.ტარიელი შეცდა იმაში რომ ეგონა ია ინტერვიუებში სიმართლეს ამბობდა თითქოს შვილი არ უნდოდა და 47 წლის ქალს არც ეყოლება ალბათო იმედოვნებდა.რა იცოდა სუროგატი ქალის ძებნას დაიწყებდა.მიშა იპოვა ვითომ საბაბი.აბა დაუკვირდით.რასაც ტარიელი ამბობს ცოლსა და პარიკმახერის მიმოწერაზე,ეს რომ მართალი იყოს ასე გულისამაჩუყებელ საბოდიშო მონოლოგს დაუწერდა????და თან ქალღმერთოოო და პრინცესააო და ძალიამ მიყვარხარო დაუწერდა????ბოდიშს რატომ მოუხდის დარტყმული ხომ არაა თუ ცოლი ასეთ პადლეცობას უკეთებს სტილისტთან???მიზეზი არის მხოლოდ იას მცდელობა სუროგატი ქალისგან გაეჩინა შვილი.ტარიელის მიზნები კი იყო მისი კარიერაში გაქაჩვა იას მხრიდან და მუქთა ცხოვრება.აბა ბებერი ქალი ისე ვის რად უნდა??????თქვენ რა გჯერათ რომ იას სიყვარულით დამწვარმა დაიწერა ჯვარი????
18:23 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კარატე
ხოსროშვილი ნიჭიერი მუსიკოსია. თუმცა გადახრები ნამდვილად აქვს, ბოროტიც არ არის.მაგრამ თუ გაფსიხდა მტრისას.ალფონსიც არის თუ გაუვა.ირმასთან პრობლემები სწორედ ბავშვის გამო დაეწყო არ უნდოდა შვილი ტარიელს.სხვა მიზნები ჰქონდა. ირმა არვიცი როგორი გრზნობით უყვარდა მაგრამ ის ნამდვილად ყველამ იცის 16 წლის პატარა გოგოზე რომ სიგიჟემდე იყო შეყვარებული.რა ია რის სიყვარულით გაბრუება ხალხნო.ა დაიჯეროთ.პატარა გოგოებისკენ მიურბოდა გული.ბოლო პერიოდში ქუჩაში დარჩა უფულოდ,იუსახლოდ და გერმანიაში ვისთან შეეფარებინა თავი,დაგეგმა იასთან შეკედლება .იცოდა იას სუსტი წერტილები და მოახერხა კიდეც ჯვრისწერით მოხიბვლა.აბა ხელი რატომ არ მოაწერა ამ 6 თვეში??????ახლა კიდე ვითომ მიშას გამო დატოვა ...
18:20 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტოო
ეს გიტარისტი კუკების მწმენდავია თუ ბახისტია ტოოოო...რომელი გამოსდის უფრო კარგად ???
16:28 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კატაი
აუუ ია აშკარად როგორ ეხვეწება ტარიელს რომ დაუბრუნდეს.აეწვა ერთი ადგილი.დაკარგა კაციც და კატის ძიძაც .აბა ვნახოთ სუარი ისევ თუ დაუბრუნდება კატის ფსელების რეცხვას...
16:18 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კირა
აუ, ერმა არც კი იცის იას სახით რა და ვინ ყოლია! დიდი ინტრიგანი,მლიქვნელი დ მძრომელი ყოფილა ვინმე ე.წ. სუარი. გაეთრიეთ,რა ორივე წაკლა!ფუ!
16:12 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
შვილიიიიიიიი
ია სუარის უკან დაბრუნება ცდილობს. სუროგაციის გზით შვილი უკაცოდ ხომ ვერ გაჩნდება და...საჭიროა ტარიელი.ვნახოთ რაინდი როგორ მოიქცევა...დაუბრუნდება ქალღმერთს????????
15:49 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ია, არაუშავს მალე მეხუთედაც გათხოვდები შენ ისეთი ყოჩაღი ქალი ხარ, არ გაგიჭირდება :D
15:45 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბონძღი
არაუშავს ია ახლა ავთანდილი მოვა, მერე მეფე როსტევანი და მერე მისი მონა სპა, მერე ია მუტელი ამოიჭერი, და მუზეუმში დადე. და წარწერა გაუკეთე, ყველაზე მეტი ყლის მნახველი((( ან ცნობილი ბოზის მუტელი((((
15:33 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბახ
რა გებახება ქალოოო......ფული იშოვე,იმუშავე კუჭი ამოივსე
15:30 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტარას ბულბა
როგორც კი შვილი მოინდომე ტარიელმა ეგრევე მინის ჩამტვრევით მოხია.აწი მაგას ვიღა ნახავს შენს ქუჩაზე.???????რა სუროგატი......რის შვილი....ტარასა აითესა
15:17 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS