04 მარტი, 2014
ია ფარულავა ტარიელ სუარზე: ''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''
ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა ია ფარულავასა და ტარიელ სუარის ოჯახური დრამა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სუარმა იას შესახებ სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, მსახიობმა მაინც ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდე და ტარიელი საჯაროდ არ გაულანძღავს.

ყველაფერი კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ია სუროგაციის ცენტრის დირექტორთან ერთად ტაილანდში გაემგზავრა. ტარიელს და იას რომ ურთიერთობა აერიათ, ეს მათი ''ფეისბუქის'' გვერდებიდან ჩანდა.

მიზეზი ყველას კატა-ზუზი ეგონა, რომელიც იას წასვლის შემდეგ ცუდად გახდა და
თითქოს ტარიელმა სათანადოდ ვერ მოუარა. თუმცა სუარის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ზუზი არაფერ შუაში იყო და წყვილს შორის დაძაბულობა უფრო ადრე დაიწყო.

ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა, სადაც მეგობრები სუარს დასცინოდნენ და მისი თავიდან მოშორებით იმუქრებოდნენ.

ვირტუოზი გიტარისტის სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ტარიელმა იმ დღეს ფანჯრის მინა ჩატეხა, რომელსაც მეორე დღეს ჩასვამდა. მეუღლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი იამ თავდაპირველად სიმთვრალეს დააბრალა, თუმცა შემდეგ ხალხს მოუწოდა, რომ ტარიელი სოციალური ქსელიდან წაეშალათ და დაებლოკათ.

მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაიშალა, თუმცა იამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

''რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის, არც ერთ ადამიანს, თუნდაც ჩვენი დაშორების შემდეგ მისი შეურაცხყოფა არ შერჩება. ასე რომ გირჩევთ, ფრთხილად იყავით სანამ მის საწინააღმდეგოდ რამეს წამოაყრანტალებდეთ.

ჩემის აზრით, დღეს საქართველოს იაზე მოსაფრთხილებელი ადამიანი არ ჰყავს და ვისი მოფრთხილებაც მე, ერთმა ადამიანმა ვერ შევძელი.

დარწმუნებული ვარ ამას ქართველი ხალხის ის ძალიან დიდი სიყვარული შეძლებს, რომელსაც მე მასთან გატარებული ექვსი თვის მანძილზე ყოველდღიურად ვგრძნობდი.

იასნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ერი, რომელიც ასეთ ადამიანებს არ დააფასებს, არც იებით მოფენილ უმშვენიერეს გაზაფხულს იმსახურებს'' _ წერს ტარიელი.

მეუღლის გულისამაჩუყებელი სტატუსის შემდეგ ია ფარულავამ სოციალურ ქსელში ტარიელის მიერ შესრულებული ერთ-ერთი კომპოზიცია გამოაქვეყნა და დაწერა:

''გინდ ჩალეწე გინდ ჩათვერი გინდ გაგიჟდი მარტშია- მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება...''

ტარიელის გაბრაზება კი ასე ახსნა:

''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ადა
ამ იდიოტი ცოლ-ქმარის გადამკიდეს კომპუტერი შემჯავრდა. უნიტაზის ჩარეცხვის მეშინია არ ვიცი რას ამომძახებს ტარიელს თუ ფარულავას.
04:48 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სუროგატი
ერთი შვილი ია და დაახვიოს საერთოდ, გიჟები და ჭორიკნები გინდა ეხლა შენ კიდევ შენს საწყალო?!
01:47 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
რა ცუდი სიმთვრალე ცოდნია ამ შენ ტარიელ მკლავაძეს ია,
22:06 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოშო
ბოშო ის რაჭველი რომ ყავდა ნეტა ისევ არ დაუბრუნდება??????????
21:45 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვოტ ტაკ
ამ სუარმა ფადიზე უარესად მოსჭრა საქვეყნოდ თავი.ფადი იას კმაყოფაზე მაინც არ იყო და ამას 6 თვე შემწვარი გოჭები და კატლეტები იას ხარჯზე არ მოკლებია
21:22 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტა
ცოლქმრის ჩხუბი რეგვენს მართლა მართალი ეგონება,ეგ მართალია,მაგრამ აქ პირიქითაა რეგვენების ჩხუბი ცოლქმრებს სჯერა
20:42 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ცილისწამებაა თუ სიმართლეა
თუ ცოლ-ქმრად ია და ტარიელი მოიაზრება,ამ შემთხვეაში ეს ჩხუბი კი არა სამარცხვინო მხილებაა თუ პარიკმახერთან ასეთი მიმოწერა მართლა არსებობს.და თუ არ არსებობს და მართლა მოჩმახა ტარიელმა ესე იგი ამ ბინძური ცილისწამებით "ქალღმერთი"ს დატოვება უნდოდა და დატოვა კიდეც.ფაქტი სახეზეა.სუარის მონოლოგებიც ინტერნეტსივრცეშია. და ეს დაემთხვა სწორედ იას სუროგატი ქალის აყვანის მცდელობას ტაილანტში რომ შვილი ჰყოლოდა.კომენტარი თქვენ გააკეთეთ.......
20:21 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
ცოლქმრის ჩხუბი,რეგვენს მართალი ეგონაოო....
19:35 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
....
სიმართლე მწარეა და სიმართლის შედეგიც სახეზეა.ია და ტარიელ ყველა გიდგათ გვერდითო რას ნიშნავს????.ია და ტარიელი ერთად და ერთმანეთის გვერდით არ არიან და ვიღაცეების დგომა რაში არგიათ.
19:13 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სირცხვილი დ. Nამუსი სულ დაკარგეთ Dა გადაირიეთ ხოო,მოგეცათ თემა და Dაუღალავად ქაქანებთ Dა არჩევტ სხვის ცხოვრებას?! რამ დაგიბინდათ გოენბა,ყველამ თავის ბუხარს Dაუბეროს რაა,გვერძე მიიხედეთ თითO ია და ტარიელი ყველას Gიდგათ გვერდით!!
18:36 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS