04 მარტი, 2014
ია ფარულავა ტარიელ სუარზე: ''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''
ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა ია ფარულავასა და ტარიელ სუარის ოჯახური დრამა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სუარმა იას შესახებ სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, მსახიობმა მაინც ბოლომდე შეინარჩუნა სიმშვიდე და ტარიელი საჯაროდ არ გაულანძღავს.

ყველაფერი კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ია სუროგაციის ცენტრის დირექტორთან ერთად ტაილანდში გაემგზავრა. ტარიელს და იას რომ ურთიერთობა აერიათ, ეს მათი ''ფეისბუქის'' გვერდებიდან ჩანდა.

მიზეზი ყველას კატა-ზუზი ეგონა, რომელიც იას წასვლის შემდეგ ცუდად გახდა და
თითქოს ტარიელმა სათანადოდ ვერ მოუარა. თუმცა სუარის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ზუზი არაფერ შუაში იყო და წყვილს შორის დაძაბულობა უფრო ადრე დაიწყო.

ტარიელი წერდა, რომ მეუღლის ტელეფონში იას და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოაჩინა, სადაც მეგობრები სუარს დასცინოდნენ და მისი თავიდან მოშორებით იმუქრებოდნენ.

ვირტუოზი გიტარისტის სტატუსიდან ცხადი გახდა, რომ ტარიელმა იმ დღეს ფანჯრის მინა ჩატეხა, რომელსაც მეორე დღეს ჩასვამდა. მეუღლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი იამ თავდაპირველად სიმთვრალეს დააბრალა, თუმცა შემდეგ ხალხს მოუწოდა, რომ ტარიელი სოციალური ქსელიდან წაეშალათ და დაებლოკათ.

მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაიშალა, თუმცა იამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

''რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის, არც ერთ ადამიანს, თუნდაც ჩვენი დაშორების შემდეგ მისი შეურაცხყოფა არ შერჩება. ასე რომ გირჩევთ, ფრთხილად იყავით სანამ მის საწინააღმდეგოდ რამეს წამოაყრანტალებდეთ.

ჩემის აზრით, დღეს საქართველოს იაზე მოსაფრთხილებელი ადამიანი არ ჰყავს და ვისი მოფრთხილებაც მე, ერთმა ადამიანმა ვერ შევძელი.

დარწმუნებული ვარ ამას ქართველი ხალხის ის ძალიან დიდი სიყვარული შეძლებს, რომელსაც მე მასთან გატარებული ექვსი თვის მანძილზე ყოველდღიურად ვგრძნობდი.

იასნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ერი, რომელიც ასეთ ადამიანებს არ დააფასებს, არც იებით მოფენილ უმშვენიერეს გაზაფხულს იმსახურებს'' _ წერს ტარიელი.

მეუღლის გულისამაჩუყებელი სტატუსის შემდეგ ია ფარულავამ სოციალურ ქსელში ტარიელის მიერ შესრულებული ერთ-ერთი კომპოზიცია გამოაქვეყნა და დაწერა:

''გინდ ჩალეწე გინდ ჩათვერი გინდ გაგიჟდი მარტშია- მაინც მარგად უკრავს ბახსა ეს ოხერი კაცია. ყველაფერი ეპატიება...''

ტარიელის გაბრაზება კი ასე ახსნა:

''ნასვამი იყო და ბევრი რაღაც მოიგონა და მოჩმახა''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
აუ იზვინი ყველას
სალომე გოგო რა კაი სახელი გაქ1ვს და რა მზექალა გოგო ხარ რაში გაინტერესებს გადაუხოცავთ ერთმანეთი,შვილო წადი რამე ხეირიანი აკეთე
11:23 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჟურნალისტების რა ბრალია????
ია ფარულავა თავად აფიშას უკეთებდა და უკეტებს ყოველთვის საკუთარ პირადს დაწყებული ვაშლის გაფცქვნიდან კარვის დეტალებამდე.და ეს არ არის გულახდილობა,ეს არის უხერხული და არასაჭირო თემა საკუთარი სამზარეულოს აფიშირება.ჟურნალისტებმა საიდან იციან ტარიელის და იას ოჯახში რა ხდება ისევ ია დადაიოდა ყველა შოუში და აღფრთოვანებით პატარა გოგოსავით ყვებოდა ისეთ ინტიმურზე, რაზეც ხალხი იცინოდა და ბოლოს ფეისბუქით ამცნეს სრულიად საქართველოს კატა ზუზის ისტორია და სტილისტი მიშას მესიჯები.იმათ ფეისბუქს ნეტა ინბოქსი არა აქვს, რომ ხალხის დაფარულად გადაეჭრათ პრობლემები.კატის ფსელებს თუ კუკებს წმენდდა ტარიელი თვითონ დაწერა და გაგვაგებინა ამაყად სიყვარული მაკეთებინებსო.და ბოლოს გაირკვა რომ თურმე იას გულს ურევდა ეს სიყვარულით დამწვარი ქმარი.სირცხვილი მათი.ჟურნალისტი ძალით ინტერვიუს ვერავის ჩამოართმევს თუ რესპონდენტი არ დათანხმდება.და საერთოდ მაგ ქალის და კაცის ქცევანი არადეკვატუიერია ზრდასრულ ასაკში...
19:33 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მეეე
გასკდით შურიანებო ეხლა გულზე
18:19 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ტარიელი სვავს ინტერნეთი გაოურთე იაა რაიცი რას იმოდიალებს და რას მოყვება გადამალე ლეპტოპი ნასვამია ტარიელი
17:13 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ინტერნეტი გამოერთეთ დრეს ტარიელი სვავს
ისე ტარიელ თუ მაინც იცი მერამდენე ხარ იას ცხოვრებაში როგორც კაცი ალბათ ვერც ია გიპასუხებს ამ დასმულ კითხვაზე ,ისე რთულია როგორც თივის ზვინში ნემსი ეძებო ,ეს უბრალოთ ალბათ შეგუებული ხარ შეილება გსიამოვნებს კიდეც ,ია შემდეგ დალევაზე ინტერნეტი გამოურთე ფეისბუქზე არ დაჯდეს აპასნათ დადის ნასვამი ყველაპერს ყვება და ამბობს მთვრალზე ემოციები ვერარ დამალა და პირი მოაღო ნაშასავით
17:11 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ტარიელ ფეისბუკზე ფრანკფურტის სურათი გიდევს და მენატრებაო წერ.მე მესმის შენი იგივე მეც განმიცდია.იმედია კარიერას განაგრძობ ისევ გერმანიაში.ყველაფერი უფლის ნებაა.შემოქმედი და კეთილი კაცი ხარ.ღმერთს ებარებოდე.
13:48 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დაჭკვიანდი იააა
ია უნდა დაუჯერო ჭკვიან და სერიოზულ ქალბატონებს.დღის შოუში სულ ახლახან მარიაჟობდი ნანიკოსთან და სოფიკოსთან.და იფიცებოდი სამარის კარამდე ჩემი ტარიელი ჩემი ერთგული იქნება ნაღდად ვიციო და ჩემს გარდა არავისკენ გაიხედავსო დ არ მიმატოვებსო..და სოფომ გითხრა:"ნიკაგდა ნე გავარი ნიკაგდა."
13:02 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლერი
ვაი ამათ პატრონს!
12:50 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მოჩმახა
ნასვამი იყო ტარიელი და ასეთი რამ მოჩმახა და მოიგონა იაზე??????რატომ მოიგონა?????ქალღმერთის დატოვება უნდოდა და ეს ტყუილი მიზეზი დაწერა????ამაზე რას გვეტყვი ვენახის ტურფავ
12:10 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გეყოფა
გეყოფა 2014-03-04 21:18:43 იას არ ჯერა არც სიყვარულის და არც კაცების.და ეს თქვა მან ნანუკასთან რომ სიყვარული არ არის აუცილებელი და არც არასოდეს ვიქნები შეყვარებულიო.მართალია სხვასდხვა ინტერვიუებში სხვადასხვას ამბობს და ავიწყდება მერე,მაგრამ არც ისეთი სულელია რომ სიაფანდ კაცს ვერ ხედავდეს,უბრალოდ თამაშობს რომ თითქოს სჯერა,იმიტომ რომ ქალი დაბერდა და 47 წლის ასაკში დარჩა სრულიად მარტო.არცერტი მშობელი,არა ძმა,არა ქმარი,არა შვილი და იქნებ ვინმე ვნახო კაცი პატარა თუ დიდი არა აქვს მნიშვნლობა,რომელიც თუნდაც ჩემს სახლში ჩემს კმაყოფაზე მაინც მეყოლება გვერდითო.ასეთი სუარი აღმოჩნდა რომელმაც ფადიზე უარესი სირცხვილი აჭამა ისეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეიბუკზე, ჩაამსხვრია მინა და დატოვა "ქალღმერთი".ია ეს უკვე მერამდენე ჭრილობააა.გეყოფა.უქმროდაც შეიძლება აიყვანო უპატრონო ბავშვი რომელიც მართლა დედად და სერიოზულ ქალად ჩამოგაყალიბებს და რაც მთავარია სიბერეში წყალს მოგაწოდებს.
10:20 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS