მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.
ფინალში ერთმანეთს გიორგი კელაპტრიშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი და ნუცა თოფურია დაუპირისპირდნენ. თითოეულმა მათგანმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა, ერთი - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, ხოლო მეორე - ზვიად ბოლქვაძესთან ერთად.
"მხოლოდ ქართული" რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და საკმაოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობდა. კონკურსანტები პროექტში კასტინგის შედეგად შეირჩნენ. მთელი სეზონის განმავლობაში მათ მხოლოდ ქართული სიმღერის შესრულება უწევდათ.