22 იანვარი, 2019
აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი "ზურაშაზე" გათხოვდა
აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლი გაია ხაჩიძე და მსახიობი ირაკლი ჩხიკვიშვილი დაქორწინდნენ. 

გაიამ და ირაკლიმ ხელი მთაწმინდაზე მოაწერეს. დაქორწინებამდე წყვილი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ხვდებოდა ერთმანეთს. 

რაც შეეხება გაიას პირველ ქორწინებას - აჩი ფურცელაძეს და გაია ხაჩიძეს მრავალწლიანი ცოლ-ქმრობა აკავშირებდათ, რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ კიდეც. 

გაია ხაჩიძე რუსეთში ცხოვრობს, რომელ ქვეყანას აირჩევენ მუდმივ საცხოვრებლად ის და ირაკლი ჩხიკვიშვილი, ჯერჯერობით უცნობია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS