კალაძეს ოპონენტები ბრენდული ტანსაცმლის გამო უფრო ხშირად აკრიტიკებენ, ვიდრე საქმის კეთებისკენ მიუთითებენ და ასე გადის ჩვენი ცხოვრება, მოკლედ, სანახაობა გვაქვს და პური არა.
მართალია, ხალხისთვის ის პოლიტიკოსი უფრო მისაღებია, ვის მიმართაც უფრო აიგივებს და უშუალოდ გრძნობს თავს, მაგრამ საქართველოში ამან ყველაფერს გადააჭარბა. კალაძე და ოპონენტები იმ ფრაზებით ელაპარაკებიან ერთმანეთს, რა ფრაზებითაც ჩვენ ბავშვობაში ვჩხუბობდით ალბათ.
თბილისის მერმა გუშინ ოპონენტებს
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელს ვინ დარდობს, ბუნებრივიც იყო, როცა კალაძე ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან გამოქანებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებულად ლევან ხაბეიშვილი "ფსიხდება", მაგრამ გუშინ ამ გაქანება-გამოქანებაზე კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
როგორც ჩანს, ისე დალაგდა ქვეყანაში საქმე, ვინ საიდან გამოექანება და ვინ ვის გააფრენს ამერიკაში, მხოლოდ ეს არის პოლიტიკოსების საზრუნავი.
მართალია, ჰოლანდიიდან ჯერ ვერ გამოექანა და ვერც აზვირთებულ ტალღას ჩამოჰყვა საქართველოში, მაგრამ გვიან ღამით, კახა კალაძეს ფეისბუქით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.
მან თბილისის მერს ერთი წლის წინანდელი ამბავი გაახსენა და ის ნიუსი გააზიარა, სადაც წერია, რომ კახა კალაძემ თმა მილანში შეიჭრა და აქვე შეახსენა, რომ ის ოდესღაც რბილი ლასით საუბრობდა. ეტყობა ლევან ხაბეიშვილის ლასი ნანასავით ჩაესმის.
"ოეე, კალ'ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
ბუნებრივია, კალაძე სააკაშვილს ამის გამო უპასუხოდ არ დატოვებს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ ჩანს.
სანამ თბილისის მერი მიხეილ სააკაშვილს პასუხს გასცემს, მანამდე გვინდა გაგახსენოთ, რომ მილანი ყოფილ პრეზიდენტსაც უყვარს. ბუნებრივია, უგემოვნო კაცი არც მიხეილ სააკაშვილია და იცის, სად შეუძლია გემოვნებიანად შოპინგი.
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ 2012 წელს მილანში გადაღებული ფოტოები, სადაც მიხეილ სააკაშვილი "მონტე ნაპოლიზე" შოპინგობდა.
მაშინ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც სააკაშვილი აკრიტიკებს ახლა კალაძეს მილანში თმის შეჭრის გამო, ისე გააკრიტიკეს მაშინდელი პრეზიდენტი იტალიაში შოპინგის გამო.
მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმაც გააკეთა და თქვა, რომ ფოტოები 2012 წელს, ორთაჭალაში დატრიალებული სტიქიიდან 5 დღეში არ იყო გადაღებული.
თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ტრაგედიის მერე გადაიღო თუ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე? ფაქტია, რომ კალაძესაც და სააკაშვილსაც კარგი გემოვნება აქვთ, ორივე საქართველოს შვილები არიან და ორივეს უყვარს მილანი.