მასშტაბით.
ხალხს როგორც ჩანს მოსწონს კიდეც ცინიზმის, ირონიისა და „დატროლვის“ შერწყმა მოდასთან. სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ბევრი დრო დასჭირდა დიზაინერის შესაყვარებლად იმის გამო, რომ დემნა საჯაროდ დაინიშნა ბიჭზე.
გვასალიამ ქართველი ხალხის გული გასულ ზაფხულს მოიგო. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს საკმაოდ პატრიოტული კოლექცია, რომელიც მოიცავდა მაისურებს ქართული წარწერებით, ჯინსის კურტკას, რომელზეც გალაკტიონის ლექსი ეწერა და კიდევ სხვა მრავალს. ამ ჩვენების შემდეგ დემნას ორიენტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, რაც ნამდვილად სასიხარულოა. თუმცა, დროა მოვრჩეთ ზოგად მიმოხილვასა და ხალხის დამოკიდებულებაზე საუბარს.
მინდოდა დამეწერა, დემნას ირონიულ ხასიათსაც შევეშვათ-მეთქი, მაგრამ მის ბოლო კოლექციაში მაინც უხვად შეხვდებით ამას, ამიტომ ჯობს პირდაპირ ჩვენებაზე გადავიდე.
ბაკა ალავიძის
ბლოგი
“გაფრთხილება!! რასაც ახლა შეესწრებით, შეგძრავთ. შოკშიც კი ჩაგაგდებთ. არსებობს კაცობრიობის ბნელი მხარე, რომლის დანახვის საშუალებასაც ცენზურა არ გაძლევთ... მაგრამ ჩვენ მოგცემთ. ამის ნახვა სარისკოა.“
სწორედ ეს სიტყვები ეწერა მაისურზე იმ მოდელს, რომელმაც გასულ ღამეს დემნა გვასალიას ბრენდის, ვეტმონსის მორიგი ჩვენება გახსნა. ღორის გრიპი, სმარტფონები, სათამაშოები და ნიღბები მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ჩვენებაზე მოკრავთ თვალს. დემნა არ უფრთხის ხმამაღალ განცხადებებს, თუნდაც პოლიტიკურს და ეს გუშინდელ ჩვენებაზეც დავინახეთ. მაისურებზე გადატანილ საპრეზიდენტო პოსტერსა და ამოტრიალებულ ანარქიზმის სიმბოლოს ბევრი რამის თქმა შეუძლია დიზაინერის პოლიტიკურ ხედვაზე. აღსანიშნავია 90-იანების გავლენაც, რომელიც ნათლად გამოიხატება მაისურზე, წარწერით „კორპორატიული ჟურნალები ჯერ კიდევ დაბალი დონისაა“. განაგრძეთ კითხვა: