ანუკის მიერ შექმნილი სამოსი მსოფლიოს წამყვან მოდის კვირეულებზე ხვდება და მის შესახებ წამყვანი მოდური გამოცემები წერენ.
ანუკის მიერ შექმნილი სამოსი, არც მეტი არც ნაკლები, ისეთმა მსოფლიო ვარსკვლავმა მოირგო, როგორიც ხლოე კარდაშიანია.
იმის გასარკვევად, როგორ მოხვდა ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კოსტიუმი კარდაშიანების გარდერობში, ბრენდ "ანოუკის" მენეჯერს ვესაუბრეთ.
როგორც მენეჯერმა განაცხადა, კოსტიუმი ანუკის 2018 წლის კოლექციიდანაა, რომელიც დიზაინერმა პირველად ქართველ მაყურებელს აჩვენა
ამის შემდეგ კი, კოლექციის ნიმუშები ლოს-ანჯელესში თათა ქართველიშვილის კუთვნილ პიარ-სააგენტოში გაიგზავნა, საიდანაც ხლოე კარდაშიანის გარდერობში მოხვდა.