ცნობილი და უცნობი ადამიანები აზიარებენ ფოტოებს გამოწვევის სახით და მომხმარებლებისგან მილიონობით ლაიქს იღებენ.
4 იანვარს, შეიქმნა ახალი გამოწვევა, რომლის მიზანიც უბრალო კვერცხის ფოტოზე 18 მილიონი ლაიქის მოგროვება იყო. დიახ, არ მოგესმათ, კვერცხის.
მსოფლიო გამოწვევას საქართველო არ ჩამორჩა და აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის პოპულარიზაცია სცადეს.
აქციაში ცნობილი ფოტომოდელიც ჩაერთო. თამო ვაშალომიძემ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც
ფოტოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა მოდელი გააკრიტიკა, ზოგი კი ხუმრობის ხასიათზე დადგა.
გადაუსწრებს თუ არა კვერცხს თამო ვაშალომიძის ფოტო, ამას მალე ვნახავთ. თქვენ რას ფიქრობთ?