ამის შესახებ ცნობილი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ოფიციალური გვერდიდან გახდა.
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ზაზა ფაჩულიას აკადემია იზიარებს დღეს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი აკადემია მზად არის მოკრძალებულ, სასტუმროს ტიპის ოთახებში მოათავსოს დაზარალებულები. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ! დაგვიკავშირდით – 595 225595“.