17 იანვარი, 2019
"რომ არა უბნის ბიჭები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო" - რა ხდებოდა დიდ დიღომში მაშველების მისვლამდე
დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, რასაც აფეთქება და დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი მცხოვრები, ლადო ვახტანგიშვილი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"მოკლედ რა მოხდა,

რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ) მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი. დაგროვების შედეგად ერთერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგრობილი ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება. დარტყმის
ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია საერთულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთერი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსების დაზიანება.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დეზორიენტირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რო არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მაცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რო მოეხდინათ მაცხოვრებლების ევაკუაცია.

ამ დროს კიდე ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეა ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული დომხალი იყო.

საღოლ ამ ბიჭებს რო არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირიბებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვილებიც." - წერს ვახტანგიშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამო
გეთანხმებით ისე იქცეოდნენ ეს ჟურნალისტები არც მინდოდაა ყურებაა ვითომ და ექსკლუზივის მოსაპოვებლად , შოკი მქონდა სრული აცხადებდნენ გარდაიცვალა ბავშვი და ესენი ცივი ხმით ლაპარაკობდნენ არ ემორჩილებოდნენ პოლიციას სამაშველოს და საფრთხეში აგდებდნენ არა მარტო თავიანთ არამედ სხვის სიცოცხლესაც , მეტი სოლიდარობა გამოეჩინათ არ იქნებოდა ურიგო
15:25 / 17-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Zura
Venacvaleee
14:51 / 17-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS