ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი კახი კავსაძე სცენას დაუბრუნდა. სცენაზე დაბრუნებულმა ლეგენდამ, რუსთაველის თეატრში შეკრებილ მაყურებელს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო და ბავშვებთან ერთად მრავალჟამიერი შეასრულა.
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მის ნაცვლად სპექტაკლში როლს მისი ვაჟი, ირაკლი კავსაძე ასრულებდა.