ქართული ესტრადის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე 80 წელს გადასცდა, თუმცა, ეს მას მოდუნების საშუალებას ნამდვილად არ აძლევს.
ის დღესაც ისევე აქტიურადაა დაკავებული კონცერტებითა და საკუთარი შემოქმედებით, როგორც წლების წინ.
ნანი ბრეგვაძე სცენაზეც და სცენის მიღმაც დახვეწილობით გამოირჩევა, რაც ყოველთვის თვალშისაცემია.
დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ის ყოველთვის აქტიურადაა ჩართული შვილის, შვილიშვილებისა და ახლა უკვე შვილთაშვილის ცხოვრებაში.
გუშინ მისი შვილთაშვილი ნიკო 4 წლის გახდა. პატარას მშობლებმა სახლში წვეულება მოუწყვეს, სადაც ბუნებრივია, ნანი ბრეგვაძეც იყო სტუმრად.
პატარა ნიკოს სადღესასწაულო ტორტის ჩაქრობისას, ლეგენდარულმა ბებომ "რა ლამაზი დღეა" უმღერა.
ეკა მამალაძის ვაჟმა ლევან საყვარელიძემ და ბიზნესვუმენმა ფუფა გოგლიძემ 2015 წელს იქორწინეს.