ჯიბღაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჯიბღაშვილი მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, თითქმის ორი წელი მხოლოდ რეიტინგულ გადაცემებს სტუმრობდა და პირად ცხოვრებაზე არსად საუბრობდა.
ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების შემდეგ, მან პირველ სიყვარულზე, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილზე სალი სულხანიშვილზე იქორწინა.
წყვილი ამჯერად შვილს ელოდება, რომელიც დღედღეზე უნდა დაიბადოს. სალიმ და ლევანიმ ჩუმად
ლევან ჯიბღაშვილის დამ, თეკლამ, სოციალურ ქსელში გვიან ღამით ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.
ჯიბღაშვილები ძველით ახალ წელს ლევანის მშობლიურ სახლში, დედოფლისწყაროში შეხვდნენ, ფოტოზე ლევანი ცოლთან ერთადაა გადაღებული და სალი სულხანიშვილს ეტყობა, რომ ორსულადაა.
რაც შეეხება ჯიბღაშვილის საქმეს, როგორ დასრულდება საბოლოოდ ამას სასამართლო გადაწვეტს.