თითქმის ვერ ნახავთ ემიგრანტს, რომელმაც ქართველი მომღერლების შემოქმედება არ იცის, თუმცა, მათ განსაკუთრებული რჩეულებიც ჰყავთ.
ამჯერად ქართველ ემიგრანტებს ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე გაახარებენ.
კახა და ვერიკო კონცერტს ვენაში ჩაატარებენ, სადაც მსმენელს ცნობილ სიმღერებს შესთავაზებენ. კონცერტი ავსტრიაში 23 თებერვალს ჩატარდება.
როგორც გაირკვა, ეს მათი
უფრო დეტალურად ამის თაობაზე "რეიტინგს" მომღერალი კახა კუხიანიძე ესაუბრა.
- ეს ჩვენი მესამე კონცერტია ვენაში, რომლის ორგანიზატორიც არის ეკა ჭელიძე. იქ მყოფი ემიგრანტები უკვე პირადად გვიცნობენ და გვიხარია, მათი სითბოს გაზიარება რომ გველის ისევ. რამოდენიმესთან უკვე ვმეგობრობთ კიდეც.
ვერიკო ტურაშვილს ორი დუეტიც აქვთ ჩაწერილი, რომელიც ქართული ათეულების ლიდერია, მათ პირველ დუეტს "ერთი დღე" იუთუბზე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.