13 იანვარი, 2019
ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ
მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა არა ერთ ქართველს აიძულა შორეულ ემიგრაციაში წასვლა. ქართველები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ, ზოგმა ოჯახიც შექმნა და საკუთარი ქვეყნის მონატრებას ქართული გადაცემებით, ფილმებითა და, რაც მთავარია, მუსიკით იქარვებენ.

თითქმის ვერ ნახავთ ემიგრანტს, რომელმაც ქართველი მომღერლების შემოქმედება არ იცის, თუმცა, მათ განსაკუთრებული რჩეულებიც ჰყავთ.

ამჯერად ქართველ ემიგრანტებს ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე გაახარებენ.

Rating

კახა და ვერიკო კონცერტს ვენაში ჩაატარებენ, სადაც მსმენელს ცნობილ სიმღერებს შესთავაზებენ. კონცერტი ავსტრიაში 23 თებერვალს ჩატარდება.



როგორც გაირკვა, ეს მათი
პირველი კონცერტი არ არის, როცა ისინი ემიგრანტებისთვის იმღერებენ, მითუმეტეს ვენაში.






უფრო დეტალურად ამის თაობაზე "რეიტინგს" მომღერალი კახა კუხიანიძე ესაუბრა.

- ეს ჩვენი მესამე კონცერტია ვენაში, რომლის ორგანიზატორიც არის ეკა ჭელიძე. იქ მყოფი ემიგრანტები უკვე პირადად გვიცნობენ და გვიხარია, მათი სითბოს გაზიარება რომ გველის ისევ. რამოდენიმესთან უკვე ვმეგობრობთ კიდეც.

ვერიკო ტურაშვილს ორი დუეტიც აქვთ ჩაწერილი, რომელიც ქართული ათეულების ლიდერია, მათ პირველ დუეტს "ერთი დღე" იუთუბზე მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS