11 იანვარი, 2019
მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა
მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა. ის წლების მანძილზე ებრძოდა მძიმე დაავადებას, თუმცა, საბოლოოდ, მისი დამარცხება ვერ შეძლო.
უჩა კორძაიას გარდაცვალება "რეიტინგს" მისმა მეგობარმა, ცნობილმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ დაუდასტურა. 

- ახლა მივდივართ საავადმყოფოში, უჩას არ უყვარდა საკუთარ ავადმყოფობაზე საუბარი, მას ჰქონდა ლიმფომა. ოთხი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, რეციდივი განუვითარდა და დაიღუპა. კლინიკაში იწვა, მისი შვილიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და მივდივართ კლინიკაში.

უჩა კორძაია ანსამბლ "ვია 75"-ის წევრი გახლდათ. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერა ბაკურიანი.





კორძაიას მძიმე დაავადების დიაგნოზი 2014
წელს დაუსვეს და მის დასახმარებლად რამდენიმე ღონისძიებაც ჩატარდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS