10 იანვარი, 2019
"ლუგარის ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს აწარმოებენ და ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდიან"
მომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოში გავრცელებულ გრიპს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს. მომღერლის აზრით, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს ამზადებენ და ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდიან.

"ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე.

კარგად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ყოველივე, საცდელ ლაბორატორიად გახადეს ეს ქვეყანა რადგან კანონით იკრძალება ამის კეთება! წიკითხეთ და აიტანეთ ერთმანთი, ცოტა აზრზე მოდი ერო და ერთმანეთის ჭამას ნუ გააგრძელებ“, - წერს კვალიაშვილი სოციალურ ქსელში
და 2015 წელს გამოქვეყნებულ მასალას აზიარებს. "საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს. სწორედ ჯეფრი სილვემანი იყო, ვინც ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეზე პირველად დაიწყო საუბარი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS