02 მარტი, 2014
სკანდალი იას და ტარიელს შორის - „თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს“...
სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავდნენ, მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. მსახიობის მეუღლე ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„საზოგადოებისთვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოვაჩინე.

სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ
ადამიანს ისე განმიხილავდნენ. მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა, რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის), სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან, რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი  ვერ იმახსოვრებს და დაცინვით ტარიელის მაგიერ დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს), იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა.

რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონა-მორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებული დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
ნინო
ტყუილია კარგად არიან პირველი მარტის ამბავია...:D
21:57 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ია და ტარიელ აზრზე მოდით!
დაიცადეთ დაიცადეთ,ამათ ახლახანს არ დაიწერეს ჯვარი თან ვეღარ ითმენდენ ისე გვიყვარს ერთმანეთიო და შუა ღამეს გაუღვიძებიათ მამაო.რას ჭამენ ერთმანეთს ორი იდიოტი?
21:55 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნანა, შენ ან შენ პარტნიორზე უკეთესი არ გინახავს, ან საერთოდ არ გყავს. ყველა ქალმა თქვენ სულში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს შეეკითხეთ, რამდენად დარჩებოდით თქვენი პარტნიორის გვერდზე, თუ მასზე სიმპათიურს, ფულიანს და სექსუალურს ნახავდით
21:54 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყველა ქალი ნამდვილად არ არის სულით მოღალატე გიორგი :)
21:51 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ყველა ქალი სულით მოღალატე როა ეხლა გაიგე ბაბუ?
21:49 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანგელა
რა პრობლემაა, ახლა კიდე გამოვა და იტყვის, არაუშავსო.. ფადის რამდენ ხანს მისტიროდა და მიკნაოდა... ვითომ იხტიბარს არ იტეხს, არადა ყველა გაურბის
21:47 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი ჩვენს პატრონს
ალბათ ხალხი მიხვდება რომ ამათ პირად ცხოვრებაზე ბევრად საინტერესო რამ არსებობს და ესენიც მიხვდებიან რომ მატი პირადი ცხოვრება ხალხს არ აინტერესებს
21:46 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ია ია
პროფილში გამოვიდა ია ფადისთან ერთად, გიჟდება ვგიჟდებიო, მიატოვა ფადიმ, გამოვიდა ფროფილში ახლახსნ, ტარიელი გმირია და მიცავსო, მიატოვა ტარიელმაც.. იქამდე ხუთმა მიატოვა .. რა ცოდოა ეს ქალი
21:44 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატია
დაგგვგალა ტქვენმა პირადმა ცხოვრებაააამ რააა..
21:42 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
345
ოდესმე ეს ხალხი შეიგნებს რომ არ შეიძლება ასე გამოფინო შენი პირადი თეთრეული?? ასე საწოლში და ინტიმურ დეტალებში ჩაახედო მთელი ერი? კარგით რააა,გასაგებია რომ ხალხს არ სცემთ პატივს მაგრამ საკუთარ თავს და ღირსებას ხომ უნდა სცე პატივი.ისედაც ეს მოცლილი და ასეთ ინფორმაციებს დახამებული ხალხი როგორ უნდა ალაპარაკო შენს პირად ცხოვრებაზე.ასეთი ადამიანები საერთოდ უნდა დააიგნორო,ამიტომ ყველა კომენტატორს ვთხოვ,თუ მეთანხმებით დაწერეთ რომ არ აკეთებთ კომენტარს,იქნებ მიხვდნენ რომ არ არის საინტერესო ეს თემა და სამარცხვინო საქციელია.მადლობა წინასწარ:)
21:39 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS