02 მარტი, 2014
სკანდალი იას და ტარიელს შორის - „თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს“...
სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავდნენ, მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ ია ფარულავასა და ტარიელ სუარს შორის სკანდალური დაპირისპირება გრძელდება. მსახიობის მეუღლე ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„საზოგადოებისთვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშა გასიტაშვილის მიმოწერა აღმოვაჩინე.

სადაც ისინი მე როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ
ადამიანს ისე განმიხილავდნენ. მაგინებდნენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა, რომელსაც ხვალ ჩავსვავ.

ჩემო პრინცესავ, ასე სიგიჟემდე რომ არ მიყვარდე და ეგ შენი პარიკმახერიც შენივე თქმით დაუდგენელი ორიენტაციის რომ არ იყოს (რომელზეც ჩემნაირი კაცი ხელს ვერასოდეს გაისვრის), სავარაუდოდ შუშის მაგივრად სხვა რამეს ჩავამტვრევდი, ან ჩავუმტვრევდი ვიღაცას. მაგრამ , ისევ და ისევ შენი ენით აღუწერელი სიყვარულის გამო (რაც არ უნდა არაადეკვატურად მოგეჩვენოს ჩემი საქციელი) უპირველეს ყოვლისა 100000000 ბოდიში მინდა მოგიხადო ამ სტრესისათვის, რომელიც იმ საღამოს გადაგატანინე.

იმედი მაქვს ოდესმე მაინც მაპატიებ. მაგრამ როგორც შენი მეუღლე, თავის გამართლების შესაძლებლობასაც ვიტოვებ. მე ნამდვილად არ მეგონა თუ შენ ამ ადამიანთან, რომელიც რატომღაც, ჩემთან საუბრის დროს, ჩემს სახელსაც კი  ვერ იმახსოვრებს და დაცინვით ტარიელის მაგიერ დათოს თუ სხვა რომელიღაც სახელს მეძახის (სავარაუდოდ იმის აღსანიშნავად, რომ როგორც ჩანს მის თვალში მთლად იმდენად მნიშვნელოვანი კაცი ვერ ვარ, რომ ჩემი სახელიც ახსოვდეს), იმდენად ახლოს იყავი, რომ მასთან ჩემს შესახებ ასეთი სახის მიმოწერა გექნებოდა.

რადგანაც ასე მოიქეცი, როგორც ჩანს შენ ამისი საფუძველიანი მიზეზიც გქონდა და სავარაუდოდ ამას შენი მონა-მორჩილი ნამდვილად ვიმსახურებდი. ასე და ამგვარად მივხვდი, რომ ჩემნაირი უღირსი ადამიანი, შენს (პირადად ჩემთვის საქართველოს არაღიარებული დედოფლის) გვერდზე ყოფნას არანაირად არ ვიმსახურებ.

ღმერთმა დაგლოცოს და იყავი ბედნიერი შენს მიშა პარიკმახერთან ერთად. პირადად მე, შენი, ანუ ჩემი ქალღმერთის ბედნიერებისათვის ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისზე ნაკლებიც არ აღმოჩნდა. ფაქტია, მე შენ სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი, რის შედეგადაც როგორც მითხარი ყველაზე უბედურ ადამიანად გაქციე.

დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაში, ჩემს შემდეგ სწორედ ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შენს ულამაზეს სულსა და სხეულს, (ჩემნაირი ავადმყოფი და ეშმაკეული ადამიანისგან განსხვავებით) იმდენად გაუფრთხილდება, რომ მასზე საჭორაოდ მიშა პარიკმახერთან გაქცევა აღარ დაგჭირდება.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც იჭირს შენთან განშორება, არის ჩემი პირობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩამომართვი და რომლის მიხედვითაც გითხარი, რომ არასოდეს მიგატოვებდი. მაგრამ როგორც შენი და შენი სათაყვანებელი მეგობრის მიმოწერიდან ჩანს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც თავი იმდენად შემიძულებია შენთვის, რომ ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს. მარადის შენი თაყვანისმცემელი ტარიელ სუარი.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 62 /
მიზეზი
ტარიელის ნამდვილი გაქცევის მიზეზი არის იას მცდელობა სუროგატი ქალისგან შვილი გაეჩინა.ეს ხოსროს აზრადაც არ მოუვიდოდა სპეციალურად შეარჩია ბებერი და უშვილო ქალი რომ ბავშვი ვერ გაეჩინა და თანაც ია იფიცებოდა ინტერვიუებში რომ შვილი არ აინტერესებდა.ტარიელი მართალია.კაცს თავისი გეგმები ჰქონდა და ამან კიდე ბავშვი არ მოინდომა ბებიაჩემის ხნისაა....
13:21 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
რა ხუმრობა??????
რა ხუმრობა რის ხუმრობა ხოსროშვილმა ჩაამსხვრია სახლში ყველაფერი.მეხობლებია მწმე რა აურზაურა როჟაა და იას რისი მოთმენა უწევდა.გენებსი აქვს ფსიხოზი.თან სარჩენად აკიდებული ეს ბახისტი ალფონსი.ირმა სულელი ხომ არ იყო რომ მოიცილა თავიდან??????????????
12:00 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მიზანი
იაკო თავიდანვე იცოდი რომ ეგ პატარა ალფონსი ბიჭი უმუშევარი უსახლოდ ქუჩაში იყო დარჩენილი და ეძებდა მუქთა ლუკმა მასზე უფროსს უშვილო ქალს,რომესაც სჭირდებოდა ხალხში მხოლოდ სახელი ქმარი.ხოსრომ ვერ გათვლა რომ სახლში ბავშვზე უარესი მოსავლელი კატა-ვეფხვი დახვდებოდა.და თან ია სუროგაციას თუ მიმართავდი შვილის გასაჩენად ეს აზრადაც არ მოუვიდოდა,იმიტომ რომ ინტერვიუბში იტყუებოდი არ მინდა შვილიო.ასე რომ ტარილი მართალია,თქვენი გარი,ჰრბა:უფასო კვება ბინა და გრიალი კი ერგო,მაგრამ კატიანი და შვილიანი ქალი რაღა ჯანდაბად უნდა.კაცს კარიერა,ფულები, და წინსვლა ჰქონდა ჩაფიქრებული და შენ კატის და ბავშვის ფსელები გინდა არეცხინო????????კატის მოშორება აივნიდან გადასროლით დაასრულა,მაგრამ მიშამ შეუშალა ხელი.ეს ერთი და მეორეც ეს ტაილანტი და ბავშვის ყოლის მცდელობა ტარიელს არანაირად არ აწყობს,შვილი კი ჰყავს ანგელოზივით ანი ღმერთმა გაუზარდოს.ასე რომ რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.
11:57 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ხუმრობა ყოფილა. ეჰ რამდენი ვიცინე ჰა ჰა ჰა
11:02 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
აი....
აი თურმე რატომ არ მოაწერეს ოფიციალურად ხელი??????????ია ლომის გაზრდილი კატის არ იყოს,წკვიანი ყოფილა,ქონებას აახევდა ეგ შეზოფრენილკი ხოსრო.
10:19 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
პეტრია
აკი ბახზე ცაფრენო იამა.აკი ბახით ვიღვიძებ და ვიძინებო და აი ეს არის ბედნიერებაო........ქალო კუჭი თუ ცარიელი გაქვს რა გებახება...ვერ ამუშავე ვირივით ეგ ტარიელი ყანაში,სიმინდი მაინც მოგეწიათ,
10:15 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ცუდი დედა
ამათ რა ენაღვლებათ, ჩვენზე კაიფობენ. ამ სისულელეების კითხვაში, გაზზე ბავშვის საჭმელი დამეწვა. მეტის ღირსი ვარ, ჩემი შვილის დროს ამ უაზრობას რომ ვუთმობ. ახლა კიდე გათხოვდება და დამრჩა ბავშვი მშიერი. :) რამდენია ჩემნაირი ცუდი დედა???
09:28 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ამ ტარიელს ანგელოზივით ცოლ-შვილი ვერ შეიშნოვა და ამ ბოზანდარას შეიშნოვებდა? არადა საწყალ ყოფილ ცოლს ეს საქვეყნო ბოზანდარა როგორ ლანძღავდა.
03:37 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა
მე ხუმრობა მგონია ამათი ამბები. ჩვენზე კაიფობენ, ცოტა ხანში პროფილში მივლენ ასათიანტან და იტყვიან ვიღადავეთო.
03:01 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნეტა ამ ხალხს ან თავის თუ არ რცხვენია და ან ხალხის!!! მარაზმია ამათი საქციელი!
02:40 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS